ცნობილი ფრანგი მოდელი და მსახიობი ლეტიცია კასტა მეოთხედ გახდა დედა. 42 წლის მსახიობს ასევე მსახიობი ქმართან, ლუი გარელთან ვაჟი ეყოლა.
მოდელი დიდი ხანი მალავდა ორსულობას, თუმცა ამ წლის თებერვალში უკვე გაიგო საზოგადოებამ მისი ფეხმძიმობის შესახებ.
პირველი სამი შვილი ლეტიციას პირველი ქმრისგან ჰყავს - იტალიელი მსახიობი სტეფანო აკორსისგან.
როგორ იქცა მრავალშვილიან დედად მილიონობით მამაკაცის სათაყვანო ლეტიცია კასტა და როგორია ახლა?