ჩაიკეტება თუ არა სააღდგომოდ ქვეყანა და იგეგმება თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვები - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება - მშობლები

ჩაიკეტება თუ არა სააღდგომოდ ქვეყანა და იგეგმება თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვები - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

2021-04-05 09:03:32+04:00

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტა­პის­თვის სა­მი­ნის­ტროს აქვს რე­სურ­სი, რომ ლო­კა­ლუ­რად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მა­ღა­ლი შე­დე­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩა­კეტვებ­ზე არ ისა­უბ­როს.

"ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი შრო­მი­თი ინ­სპექ­ცი­ის მუ­შა­ო­ბა. ჩვენ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას ყვე­ლა წე­სის აღ­სრუ­ლე­ბა­ში, რათა არ გავ­ხდეთ იძუ­ლე­ბუ­ლი, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა­ზე [ვი­ფიქ­როთ;].

ამ ეტა­პის­თვის ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია იმის რე­სურ­სი, რომ ლო­კა­ლუ­რად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მა­ღა­ლი შე­დე­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ვი­სა­უბ­როთ ჩა­კეტვებ­ზე. თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ.

ამას­თან, მი­ნის­ტრმა შე­ზღუდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ეტა­პის­თვის საბ­ჭოს შე­ზღუდ­ვებ­ზე არ უმსჯე­ლია.

"ამ ეტა­პის­თვის საბ­ჭოს არ უმსჯე­ლია შე­ზღუდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, იცით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ეპიდკვლე­ვე­ბი, რი­თაც იმე­დი გვაქვს, რომ შევ­ძლებთ შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე დავძლი­ოთ და გა­ვა­კონ­ტრო­ლოთ ის მო­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­ში შე­იმ­ჩნე­ვა.

ადრე არის მსჯე­ლო­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა იქ­ნე­ბა სა­აღ­დგო­მოდ, ვი­ნა­ი­დან ამ ეტა­პის­თვის ჩვე­ნი მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, ინ­ფექ­ცი­ის ზრდა ფიქ­სირ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, აღ­დგო­მის პე­რი­ო­დამ­დე ერთი კვი­რით ადრე გვექ­ნე­ბა უფრო ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა იქ­ნე­ბა გეგ­მა დღე­სას­წა­უ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.