სუპერეფექტის მქონე კანის დაბერების საწინააღმდეგო კონცენტრატი - ახალი პროდუქტი NUXE-ისგან!
სუპერეფექტის მქონე კანის დაბერების საწინააღმდეგო კონცენტრატი - ახალი პროდუქტი NUXE-ისგან!
ლამაზი კანი ბუნების საჩუქარია, რომელსაც შენარჩუნება და მოვლა სჭირდება. ხშირად კანს ღრმა ნაოჭების გაჩენამდე არ ვაქცევთ ყურადღებას, ეს კი არასწორია. სიბერის ყველაზე ადრეულ ნიშნებს სწორედ კანი გასცემს. საბედნიეროდ, არსებობს კანის გასაახალგაზრდავებელი ეფექტური საშუალებები, რომლებსაც კოსმეტიკური ბრენდები მომხმარებლებისთვის ქმნიან.

Nuxe ფრანგული პრემიუმ-კლასის ნატურალური ბრენდია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე 1990-იანი წლებიდან არსებობს და რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს.
ლაბორატორია "ნუქსმა" პირველად გააერთიანა თავისი გამოცდილება ზეთებისა და დაბერების საწინააღმდეგო საშუალებების წარმოებაში და დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური კონცენტრატი
- SUPER SERUM [10] შექმნა.

ფორმულა

mshoblebi
შრატის ინგრედიენტების 95% ბუნებრივი წარმოშობისაა.
ეს შესანიშნავი კონცენტრატი ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი. ნატურალური ჰიალურონის მჟავა მიღებულია ბოტანიკური ბიოტექნოლოგიის გამოყენებით. ეს ჰიალურონის მჟავა სწრაფად შეიწოვება კანში და ასტიმულირებს მის ახალგაზრდობის მექანიზმებს.

  • უნიკალურ ორფაზიან ტექსტურაში გაერთიანებულია „ნუქსის“ ლაბორატორიის ორი უდიდესი მიგნება.

ბუნებრივი ჰიალურონის მჟავა, ფრაქციული მცენარეული ზეთები, დაბერების საწინააღმდეგო ძლიერი შრატის ფუძე, ვიტამინი B3 - პროდუქტი ათასობით მიკროსფეროთია გაჯერებული. მცენარეული კომპლექსი ედელვაისის ბუნებრივი უჯრედებით მიიღება მცენარეთა ბიოტექნოლოგიის გზით. უზრუნველყოფს გამაახალგაზრდავებელი მექანიზმების აქტივაციას ხანდაზმულ უჯრედებში.

SUPER SERUM [10] -ის ეფექტი

პირველივე წვეთების გამოყენებიდან ხდება კანის გარდაქმნა. ის გლუვი, ბზინვარე და გაცილებით მკვრივი ხდება. ქალების 81% მიიჩნევს, რომ მათი სახის ფერი უფრო თანაბარი გახდა.

დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება, სუპერეფექტი და
სუპერშეგრძნებები კონცენტრატის აბრეშუმისებრი ტექსტურის, დახვეწილი მცენარეული ნოტების დამსახურებაა, რომელიც კანზე ღვთაებრივად დნება. კანის ფუნქციური აქტივობა 10 წლით ახალგაზრდას ემსგავსება.
უნიკალური ტექსტურა მასზე დამოკიდებულს გაგხდით. შრატის ფუძე ქმნის სიახლისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. ოქროსფერი მიკროსფეროები კი ერთმანეთის მიყოლებით სათითაოდ დნება კანზე. პროდუქტი აღიარებულია ქალების 100%-ის მიერ.

როგორ გამოვიყენოთ SUPER SERUM [10]?

mshoblebi
უნივერსალური ანტიასაკობრივი შრატი წაისვით დილით და საღამოს, ყოველდღიური კანის მოვლის საშუალებების გამოყენებამდე.

  • დაიწვეთეთ პიპეტის ნახევარი თითზე.
  • მსუბუქად შეიზილეთ თითების წრიული მოძრაობით სახეზე, ყელსა და დეკოლტის ზონაზე.
  • შემდეგ წაისვით ღამის ან დღის კრემი. შრატის გამოყენება „ნუქსის“ ასაკის საწინააღმდეგო ხაზის ყველა კრემთან ერთად შეიძლება.

NUXE-ის ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია „ჯპს-ის“ სააფთიაქო ქსელში.

გამოსცადეთ ემოციათა ჭეშმარიტი აღლუმი უწყვეტი სიამოვნების მისაღებად!

R
260
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები