ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, სუხიშვილების მოცეკვავე და თეატრის ქორეოგრაფი თინათინ წულაძე 2019 წელს დაქორწინდა გიორგი კოტეტიშვილზე.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ თინათინი ორსულადაა და სულ რამდენიმე დღის წინ წყვილმა მომავალი ბავშვის სქესიც გაამხილა. ისინი ბიჭს ელოდებიან.
როგორც თინათინმა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში თქვა, ორსულობა მშვიდად მიმდინარეობს:
"4 თვის ორსული ვარ. ჯერჯერობით მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის, როგორც საჭიროა - მშვიდად, წყნარად... უკვე დიდი ხანია, შვილი გვინდა, ამიტომ ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილა... საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ. რაღაცებს წინასწარ ვგეგმავ... ამ შემთხვევაში, უცნაურად თავშეკავებული აღმოვჩნდი: სანამ ექიმთან არ
მივედი და არ დამიდასტურა ფეხმძიმობა, მანამდე არ ვიჯერებდი, რომ ნამდვილად ორსულად ვიყავი. სულ ვამბობდი, - შეიძლება, შეცდომაა-მეთქი. მშვიდად გახლდით. ახლაც ასე ვაგრძელებ - ემოციებს ზედმეტად არ ავყვები ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი მეუღლეც სიხარულისგან გაგიჟებულები ვიყავით, როცა ჩემი ორსულობის შესახებ შევიტყვეთ!"
თინანო დილის ეთერს ეწვია და ანკა ვასაძესა და მაკო კვიტაიშვილთან ერთად მშვენიერი ფოტოსესიაც მოაწყო - როგორც ცნობილია, ანკა მეორე შვილს ელოდება სულ მალე, ჟურნალისტი და მომღერალი მაკო კვიტაიშვილი კი პირველ შვილზეა ორსულად.