"მრცხვენია და უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემზე ასეთი დიდი წარმოდგენა აქვთ" - გიორგი ღოღობერიძე პოპულარობის შესახებ
"მრცხვენია და უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემზე ასეთი დიდი წარმოდგენა აქვთ" - გიორგი ღოღობერიძე პოპულარობის შესახებ

ახალგაზრდა ექიმის გიორგი ღოღობერიძის მიმართ უამრავი ადამიანი გამოხატავს პატივისცემას. მისი ლაივების მაყურებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. პოპულარობასთან დაკავშირებით გიორგი საინტერესო პოსტს ავრცელებს:
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრ გადაცემაში მიმიწვიეს, მაინც ისევ ისეთი ადამიანი ვარ, როგორიც 18 წლის წინ სოფელში ვიყავი... თქვენ ვერასდროს მოისმენთ ჩემგან ქედმაღლურ, თავში ავარდნილ ან პომპეზურ შეფასებებს. ეს იმიტომ, რომ კარგად ვიცი, რომ ჩემი მზეც ჩავა და დღეს თუ უფრო მეტი მაფასებს, ხვალ უფრო მეტს ვეძულები... ამიტომ თავში არ უნდა აგივარდეს და ყოველთვის ის აკეთო, რაც თავმდაბალ ადამიანს
შეგეფერება
ქუჩაში ხშირად მცნობენ, ჩერდებიან, ჩემკენ მოდიან, მაგრამ მე შეგნებულად ვერიდები და ვცდილობ, რომ სწრაფად მოვშორდე იქაურობას, იმიტომ, რომ მრცხვენია და უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემზე ასეთი დიდი წარმოდგენა აქვთ
ბევრი მეუბნება, რომ ყველგან ხარო: არადა მართლა არ ვარ... ყოველდღიურად 8-10 ინტერვიუზე მაინც მირეკავენ, მაგრამ ხან რა მაქვს მიზეზი და ხან რა, რომ ეკრანზე ჩემი ყოფნით საზოგადოება არ დავღალო... ლაივებსაც უკვე სამ დღეში ერთხელ ვწერ, თუ შენიშნეთ
თქვენ მართლა ვერ დაიჯერებთ, რომ დღეში ათამდე ინტერვიუს, შოუში მონაწილეობის შანსს, რომელიმე კლინიკაში დასაქმებას, ბიზნესში ჩართვას და ათობით სხვა საქმეს უბრალოდ გვერდზე ვდებ, რომ ზედმეტი აქტიურობით ჩემი თავიც არ მოვიბეზრო
ძალიან მწყინს, როცა ჩემზე ამბობენ, ინფლუენსერი არის, პოპულარული
ექიმია და ასეთები... ეს სიტყვები ლამის დანასავით მხვდება. მე სოციალური ქსელებიდან მიცნობენ, თუმცა სოციალურ ქსელში მთელი დღის მხოლოდ 15 წუთს ვატარებ და გული მიკვდება, როცა ფბ-ის ლაივებით მაფასებენ
ამ ტექსტსაც იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავი შეგაცოდოთ... არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ იცოდეთ, რომ მე არავინ ვარ..." - წერს გიორგი ღოღობერიძე.

alt"ღამის 2-3 საათამდე მამეცადინებდა და დილის შვიდ საათზე თავიდან მაბარებინებდა გაკვეთილს" - გიორგი ღოღობერიძე თავის წარმატებას მკაცრი მამის დამსახურებად მიიჩნევს


640
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები