"მოდი, კალთაში ჩამიჯექიო... ტუჩებში მაკოცნინეო. ამ დროს ვიყავი 9-10 წლის" - ნინია კაკაბაძემ სექსუალურ ძალადობაზე საუბრისას საკუთარი ისტორია გაიხსენა
"მოდი, კალთაში ჩამიჯექიო... ტუჩებში მაკოცნინეო. ამ დროს ვიყავი 9-10 წლის" - ნინია კაკაბაძემ სექსუალურ ძალადობაზე საუბრისას საკუთარი ისტორია გაიხსენა
ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "მე-17 სართული", სექსუალურ ძალადობაზე საუბრისას საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მას 9-10 წლის ასაკში გადახდა.

"ძალადობის მსხვერპლი მეც გავხდი 9-10 წლის ასაკში. ჩვენ ვცხოვრობდით სოლოლაკში, ძველ ბინაში. ორი ბინა გვქონდა და ერთ-ერთს ვაქირავებდით, სადაც ცხოვრობდნენ პარტნიორები, ვერ ვიხსნებ ცოლ-ქმარნი იყვნენ თუ არა, მგონი არ იყვნენ. ეს მამაკაცი იყო მაშინ შამპან-კომბინატის დირექტორი, რომელთანაც საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მის მეუღლესთან მეგობრობდა დედაჩემი, მეც პატარა ვიყავი და
დედასთან ერთად თითქმის ყველგან დავდიოდი. მოკლედ, ერთხელ ამ კაცმა მოტყუებით,
შოკოლადებით თუ რაღაცით, გინდა თუ არა შემოდიო ბინაში, რომელიც ჩვენი იყო და ისინი ცხოვრობდნენ.

9-10 წლის ასაკში მე არანაირი ცოდნა არ მქონდა, მაგრამ მახსოვს, რომ დედაჩემთან შევედი და ვუთხარი, რომ ეს რუდიკო (რუდოლფი ერქვა) მეძახის-მეთქი და ძალიან გთხოვ ცოტა ხანში დამიძახე, გამოვიდე-თქო, იმიტომ, რომ არ მომეწონა ისე მეძახდა. ერთი სიტყვით, შევედი და ამ რუდიკომ რაღაც შოკოლადი შემომთავაზა და მერე მითხრა, მოდიო, კალთაში ჩამიჯექიო, ისეთი პატარა ხარ, რომ ვერ ეუბნები არას, ჯერ ზურგზე მომისვა ხელი და უკვე რომ არ მესიამოვნა და ვდგებოდი, მითხრა ტუჩებში მაკოცნინეო...(ამ დროს ვიყავი 9-10 წლის, მამაჩემი გარდაცვლილი იყო). ეს რომ მითხრა, წამოვხტი და მოვარდა კართან და მახსოვს, რომ გადარაზა ეს კარი... დედის
ინსტიქტმა მაინც თავის ქნა და საერთო კარები, რომ გქვონდა იქედან მომიკაკუნა და დამიძახა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო
2035
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები