ერთ დღეს, როდესაც მისი ქმარი სახლს მიუახლოვდა, დაინახა, რომ სახლის წინ ბავშვის საფენები, სათამაშოები, ავეჯი და სხვადასხვა საბავშვო ნივთით სავსე ყუთები ელაგა, რომლებიც, ისე ჩანდა, რომ კურიერს ცოტა ხნის წინ მიეტანა.
სინამდვილეში მელისამ გარეთ უკვე გამოყენებული სათამაშოებისა და ნივთების ცარიელი ყუთები დააწყო. როდესაც ქმარი მივიდა, მელისამ აუხსნა, რომ "ცოტა" საბავშვო ნივთი შეუკვეთა: "ბავშვის ოთახისთვის რაღაცები უნდა მეყიდა. დიახ, ჩვენს შვილს დასჭირდება ეს ყველაფერი", - სიცილით ამცნო ქმარს.
მიუხედავად იმისა, რომ თავზარდაცემულმა ქმარმა თვალებს ვერ დაუჯერა, კურიერმა კიდევ ორი ყუთი მიიტანა მის თვალწინ, რომელიც ორსულმა მელისამ ნამდვილად შეუკვეთა... დანარჩენი ვიდეოში იხილეთ.

საბედნიეროდ, ამ ხუმრობას კონფლიქტი არ მოჰყოლია და ოჯახმა ჩვეულებრივ განაგრძო ცხოვრება.