სულ მალე, 41 წლის ალბინა ჯანაბაევა და 55 წლის ვალერი მელაძე მესამე საერთო შვილის მშობლები გახდებიან. მელაძისთვის ეს მეექვსე შვილი იქნება.
წყვილის უფროსი ვაჟი კონსტანტინე 17 წლისაა, უმცროსი ლუკა - 6-ის. ალბინა ჯანაბაევამ ისაუბრა, თუ როგორ ემზადება დედობისთვის და როგორი რეაქცია ჰქონდათ მის შვილებს დედის ორსულობაზე.
- ლუკა ახლა იმ ასაკშია, როცა ბავშვები დედმამიშვილზე ოცნებობენ, ამიტომ ძალიან გაუხარდა. კოსტია კი უკვე დიდია და კარგად ესმის პასუხისმგებლობა, ცვლილებები, რაც ბავშვის დაბადებას მოჰყვება. ამიტომ ძალიან მსიამოვნებს, როგორი ყურადღებით და სინაზით მეპყრობა.
მომღერალი ამბობს, რომ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ძმებს კარგი ურთიერთობა აქვთ.
- ლუკა სულ უფროს ძმას ბაძავს, ის აინტერესებს, რაც კოსტიას. ძმა მისთვის ლიდერია. კოსტია კი ძალიან ყურადღებიანია მის მიმართ.
საკუთარ თავს ჯანაბაევა ყურადღებიან და ძალიან ჩართულ დედას უწოდებს, რომელიც გრძნობს თავის შვილებს. ამბობს, რომ ენდობა თავის შვილებს.
- მაქვს მკაფიო მშობლური პოზიცია და მიმაჩნია, რომ დედა მამა მეგობრები კი არ იყონ, არამედ პირველ რიგში ავტორიტეტები შვილებისთვის, - ამბობს ალბინა.