"ექიმმა იცრუა, როცა ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" გაუკეთა... აღიარებს, რომ ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ადვოკატი
"ექიმმა იცრუა, როცა ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" გაუკეთა... აღიარებს, რომ ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ადვოკატი
მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სამი პი­რი­დან ერთ-ერთი ექი­მი ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძეა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ მე­გის "ად­რე­ნა­ლი­ნის" შემ­ცვე­ლი ნემ­სი მა­შინ­ვე გა­უ­კე­თა, რო­გორც კი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა ინა­სა­რი­ძეს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ში სდებს ბრალს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექიმს მეგი ბაქ­რა­ძის­თვის არ­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წე­ვია. მე­ტიც, იგი სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

გარ­დაც­ვლი­ლი მედ­დის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ვახ­ტანგ ბა­რა­მაშ­ვი­ლი ამ­ბობს, მოწ­მე­ებ­მა ჩვე­ნე­ბე­ბი სამ­ჯერ შეც­ვა­ლეს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­ლოს მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში თა­ვად ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე აღა­ი­რებს, რომ იც­რუა და სი­ნამ­დვი­ლე­ში კლი­ნი­კა­ში იმ დროს სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ჩვე­ნე­ბე­ბის
პირ­ველ ნა­კად­ში საქ­მის ყვე­ლა მოწ­მემ ერ­თნა­ი­რი ინფრო­მა­ცია მი­ა­წო­და გა­მო­ძი­ე­ბას. მა­შინ ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ ექი­მი ვი­ო­ლე­ტა ინ­სა­რი­ძემ მეგი ბაქ­რა­ძეს მყი­სი­ე­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა და გა­უ­კე­თა ად­რე­ნა­ლი­ნი. მე­ო­რე ნა­კად­ში მოწ­მე­ებ­მა ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლეს და თქვეს, რომ ვი­ო­ლე­ტა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ მყო­ფე­ბო­და... ხოლო მე­სა­მე ნა­კა­დის ჩვე­ნე­ბებ­ში და­ე­მა­ტა ისიც, რომ მე­გის­თვის ად­რე­ნა­ლი­ნი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

საქ­მე­ში დევს ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რიძს აღი­ა­რე­ბა. მას არა­ვინ აი­ძუ­ლებ­და ეს ეღი­ა­რე­ბი­ნა და ეთ­ქვა, რომ არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ მა­შინ­ვე, რად­გან მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც გა­უ­კე­თებ­დნენ ად­რე­ნა­ლინს და სის­ხლის ანა­ლიზ­ში მა­ინც აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ამ მე­დი­კა­მენ­ტის შემ­ცვე­ლო­ბა. ვერ გე­ტყვით რა­ტომ მის­ცა ასე­თი აღი­ა­რე­ბა ექიმ­მა გა­მო­ძი­ე­ბას. ახლა შე­მიძ­ლია ის ვთქვა, ეს ბრა­ლის წარ­დგე­ნა არის გა­მო­ძი­ე­ბის მიერ წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი" - ეუბ­ნე­ბა ად­ვო­კა­რი Ambebi.ge -ს..

"გა­მო­ძი­ე­ბით
დად­გინ­და, რომ იმუ­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მი­მართ რა­ი­მე მე­დი­კა­მენ­ტი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გა­უ­წი­ეს გარ­თუ­ლე­ბის შემ­დგო­მი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ვ.ი. და­ყოვ­ნე­ბის ოთახ­ში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ჩვე­ნე­ბე­ბა­ში, რო­მე­ლიც მეგი ბაქ­რა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტებ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს, რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. მათ შო­რის იმა­ზე, ნამ­დვი­ლად ბაქ­რა­ძის სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბი მი­ი­ტა­ნეს თუ არა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა. სწო­რედ ამ ანა­ლი­ზე­ბით ლაბ­რა­ტო­რი­ას უნდა და­ე­გი­ნა, იყო თუ არა ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი მედ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

"ტვ პირ­ვე­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი იძ­ლე­ვა ირ­კვე­ვა, რომ მათ­თან ახალ­ცი­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მი­ვი­და და მი­ი­ტა­ნა ბაქ­რა­ძის სის­ხლის შრა­ტის სინ­ჯე­ბი. თუმ­ცა რო­გორც ჩვე­ნე­ბა­ში ის ჰყვე­ბა, ეკუთ­ვნო­და თუ არა სის­ხლის შრა­ტი ნამ­დვი­ლად მეგი ბაქ­რა­ძეს, ეს და­დას­ტუ­რე­ბულ ფაქტს არ წარ­მო­ად­გენ­და.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლის ჩვე­ნე­ბი­დან, რო­მელ­საც "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს:

"პირ­ვე­ლი, რი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი იყოს ის, რომ ხომ არ იყო გა­სუ­ლი 3 სა­ა­თი, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, რომ 3 სა­ა­თი არ იყო გა­სუ­ლი. ამას­თან ავუხ­სე­ნი, რომ სა­ჭი­რო იყო სის­ხლის შრა­ტი მო­წო­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ცივი ყუ­თით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა და­ახ­ლო­ე­ბით 14:30 სა­ათ­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ ჩვენს ცენ­ტრში გა­მო­ცხად­და ახალ­ცი­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ ზარ­ქოშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წარ­მო­ად­გი­ნა მეგი ბაქ­რა­ძის სის­ხლის შრა­ტის სინ­ჯე­ბი ცივი ყუ­თით, ისე რომ სის­ხლის შრა­ტი ეკუთ­ვნო­და თუ არა მეგი ბაქ­რა­ძეს, არ წარ­მო­ად­გენ­და და­დას­ტუ­რე­ბულ ფაქტს".

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი მედ­დის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ნინო ამაღ­ლო­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი თა­ვის ოქ­მში გან­მარ­ტავს ასე­ვე, რომ პა­სუ­ხის­მგბე­ლო­ბას იხ­სნის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყო თუ არა იქ მი­წო­დე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად ბაქ­რა­ძის სის­ხლი.

ამაღ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, რომ ოჯახს და ად­ვო­კა­ტებს არ აქვთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, თუ რა გახ­და მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

"ეს ჩვენ­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 2 - დღი­ან შუ­ა­ლედ­ში არა­ერ­თი ჩვე­ნე­ბა იყო შეც­ვლი­ლი. ამით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ პრაქ­ტი­კუ­ლად ჩრდილ­ში მი­მა­ლა რე­ა­ლო­ბა, სხვა პი­რებ­ზე გა­და­ი­ტა­ნა ის­რე­ბი. ჩვენ არ­ცერთ კი­თხვა­ზე, თუ რა მოხ­და 2021 წლის 18 მარტს, რა გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, ოჯახს და ად­ვო­კა­ტებს პა­სუ­ხი არ გვაქვს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას მო­უ­წევს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რო­მე­ლიც გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. ის, რომ შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბის გამო, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბა, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ იმ პი­რებ­მა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს, მაგ­რამ იმ­სა­ხუ­რე­ბენ. და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში, უშუ­ა­ლოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან მი­მარ­თე­ბით, ვინც უშუ­ა­ლოდ არის ბრა­ლე­უ­ლი პირი, მისი არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­თხოვთ მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დღის წეს­რიგ­ში და­ყე­ნე­ბას. ეს არის ჩვე­ნი პო­ზი­ცია“, - აცხა­დებს ნინო ამაღ­ლო­ბე­ლი.
იხილეთ სრულად


2786
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები