გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის მეუღლე მანუჩარ კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებაზე, სასაცილოა.
"სასაცილოა 3 ათასი ლარი, როდესაც ქალბატონმა ვიოლეტამ ამხელა ჩვენება შეცვალა. ეს გამოძიებისთვისაც სამარცხვინოა. თავიდან ბატონმა გიორგიმ გვითხრა, რომ ყველაფერი გავუკეთეთ მეგის, რაც საჭირო იყოვო, დღეს შეცვალეს ჩვენება.
დღეს გირაოთი გამოუშვეს ეს ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე რომ სწორად ემოქმედათ, ყველაფერი კარგად იქნებოდა" - აღნიშნა მანუჩარ კობახიძემ.
მან ის კიდევ ერთხელ გაიხსენა ის დღე, როდესაც ახალციხის კლინიკიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ იყო.
"რეანიმაციაში რომ ავედი ბატონი გიორგი (რეანიმატოლოგი) იყო, მიცვალებული იყო უკვე. ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. სახე ჰქონდა გასიებული, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... მტერს არ ვუსურვებ მასეთ რამეს" - აღნიშნა "მთავარ არხთან" საუბრისას მედდის მეუღლემ.
მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს - ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.