ედინბურგის ჰერცოგი და უდავოდ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან შვიდი ათწლეული თავისი ცოლის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ჩრდილში გაატარა - წერს ბრიტანული გამოცემა BBC პრინც ფილიპის გარდაცვალების შემდეგ.
ცოლის ჩრდილში ყოფნა მოსიყვარულე ქმრისთვის არასდროს ყოფილა პრობლემა და ის დედოფალ ელისაბედის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო.
ერთად დადიოდნენ ოფიციალური ვიზიტით სხვადასხვა ქვეყნებში. ცოლს უმეტესად "ლილიბეთს", ან "საყვარელოს" ეძახდა და ოჯახში ჰარმონიულობას ქმნიდა.
ფილიპს ჰქონდა პრინცის სტატუსი, ჰერცოგის ტიტული, მაგრამ მისი მთავარი სტატუსი დედოფლის ქმრობა გახლდათ. დღეს კი, როცა გარდაიცვალა, ბრიტანელები ამბობენ, რომ ის ამ სტატუსს ღირსეულად ატარებდა.
ბრიტანელი ლედი პამელა ჰიქსი იხსენებს, ფილიპი ბერძნული მითოლოგიის ღმერთს ჰგავდა და მოზარდ პრინცესას ის ერთი ნახვით შეუყვარდა. იხილეთ სრულად