"სხეულის მთელ ზედაპირზე მრავლობითი დაზიანებები აქვს" - რას ამბობს ექიმი მოძალადისგან გაქცევის დროს დაშავებულ 9 წლის გოგონაზე
"სხეულის მთელ ზედაპირზე მრავლობითი დაზიანებები აქვს" - რას ამბობს ექიმი მოძალადისგან გაქცევის დროს დაშავებულ 9 წლის გოგონაზე
9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, სექსუალური შევიწროების მიზეზით, საავადმყოფოში მოხვდა, დამაკმაყოფილებელია.

ამ წუთებში იაშვილის სახელობის კლინიკაში მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდება. ბავშვთა ნევროლოგის განმარტებით, გოგონას სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აქვს მიღებული.

"მდგომარეობა შემოსვლისთანავე არ იყო მძიმე. მიუხედავად ამისა, მას ტრავმის მექანიზმიდან და შესაძლო რისკებიდან გამომდინარე ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, სადაც ტრავმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ დაფიქსირდა.

დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის აქტიური, ცნობიერება ნათელი, ადეკვატური, კონტაქტური. აღენიშნება სხეულის მთელ ზედაპირზე მრავლობითი ზედაპირული ექსკორიაციები. ეს არის
სავარაუდოდ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებები," - განაცხადა ბავშვთა ნევროლოგმა ნინო დიხამინჯიამ.

როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ 45 წლამდე მამაკაცმა ბავშვს ჯერ კანფეტები უყიდა, შემდეგ კი კოცნა სცადა. დღეს კი იმავე მამაკაცმა ბავშვზე ძალადობა სცადა, თუმცა 9 წლის ბავშვი მისი დანახვისთანავე გაიქცა, რა დროსაც თხრილში ჩავარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტი დღეს თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. იხილეთ ვიდეო
3277
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
kkk-ს
2
ნუ იკადრებ უკადრებელს. საპედოფილეთში თუ ცხოვრობ, დატოვე ეს ქვეყანა და არასაპედოფილეთში მიბრძანდი. ის, რომ არაფერი იმალება, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ახალისებს ამას. ბოლობოლო, კომენტარებს დააკვირდი. საპედოფილეთი მაშინ იქნებოდა, მოძალადის წამახალისებელი პოსტები თუ დაიდებოდა. მოიძიე სხვა ქვეყნებში პედოფილიის სტატისტიკა და მერე ლანძღე ეს ტანჯული ქვეყანა!
00:43 / 10-04-2021
kkk
4
საქართველო კი არა საპედოფილეთი უნდა გვერქვას
23:39 / 09-04-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი