"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარაია 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება
უფლებადამცველი ბაია პატარაია გუშინ მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც 9 წლის გოგონაზე ძალადობას გულისხმობს ("სხეულის მთელ ზედაპირზე მრავლობითი დაზიანებები აქვს" - რას ამბობს ექიმი მოძალადისგან გაქცევის დროს დაშავებულ 9 წლის გოგონაზე):
"გადარეულია ხალხი 9 წლის ბავშვის ამბით, რომელიც მოძალადეს გაექცა და თხრილში ჩავარდა, პოლიციამ საერთოდ თავს იკლავდაო. ვერაფერი გავიგე წესიერად, მაგრამ უკვე შემხვდა ვერსია: "მოეფერა და ბავშვმა შეცდომით აღიქვა". აი, ამის მთქმელს და ამის დამწერს და ამის დამლაიქებელს მინდა ვაგინო ცოცხალ-მკვდარი. ისევ ბავშვია ხო დებილი და ის ახვარი პედოფილი კიდევ კარგი კაცი, ხო?!
ამ ბავშვის ნაბიჭვარი მამა კიდევ ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო და იმანაც, მე რას ვყვები, ბავშვი ყვებაო. დამპალი ქვეყანა ვართ - მარტო კაცები გვიყვარს, მათ შორის პედოფილი კაცები; ქალები, ბავშვები, მოხუცები, განსხვავებულები - გვძულს. ჰოდა ეს სიყვარული არაა, მეგობრებო, ესაა ჩმორობა და შიში. კაცები კი არ გვიყვარს, კაცების გვეშინია და ვჩმორდებით მთელი საზოგადოება, როგორც ასეთი.
იმ დამპალ მამამისსაც შეეშინდა მოძალადის, პრობლემები არ შემიქმნასო, ხოლო დედამისს შეეშინდა ცალკე მოძალადის და ცალკე საკუთარი ქმრის და ბავშვს შეეშინდა ყველასი - რადგან ბავშვი მარტოა ამ ქვეყანაში. და საზოგადოება? ხალხი რანაირად ამართლებს მოძალადე პედოფილს???? სანამ ყველა მკვლელს და ყველა გამაუპატიურებელს კარგად დაახასიათებენ მეზობლები და სანამ პრობლემას და ბრალეულობას მსხვერპლში ვეძებთ, მანამდე არ გვეშველება არაფერი; პოლიტიკაშიც კი მხოლოდ ძალადობრივ რეჟიმებს დავუჭერთ მხარს".