"მგონი დადგა დრო, ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ" - ბიძინა კულუმბეგოვი
"მგონი დადგა დრო, ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ" - ბიძინა კულუმბეგოვი
ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას აზიარებს ჩინელების მასობრივი აცრის თემაზე და წერს:

"ჩინეთის მიზანია აცრას მოსახლეობის 40% (520 მილიონი ადამიანი) ივნისის ბოლომდე და 64% (780 მილიონი ადამიანი) წლის ბოლომდე.
“უფასო ქათმის ფრთები, უფასო კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები - ეს არის სტიმული, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესი იყენებს, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებაში“ - წერს ვოშინგტონ პოსტი 5 აპრილის სტატიაში.
მგონი დადგა დრო, ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში
მაინც გამოვიყენოთ.
მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია".
532
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი