ქალმა შვილის საცოლეში საკუთარი დაკარგული ქალიშვილი ამოიცნო - შემთხვევა, რომელზეც მსოფლიო მედია წერს
ქალმა შვილის საცოლეში საკუთარი დაკარგული ქალიშვილი ამოიცნო - შემთხვევა, რომელზეც მსოფლიო მედია წერს
შემთხვევა ჩინეთის ქალაქ სუჩჟოუში მოხდა. ვაჟის ქორწილის დროს მომავალმა სადედამთილომ პატარძალში საკუთარი დაკარგული ქალიშვილი ამოიცნო.

როდესაც გოგონა დაინახა, ქალი მის მშობლებთან მივიდა და ჰკითხა, 20 წლის წინ ხომ არ იშვილეს. ოჯახი გააოგნა მისმა შეკითხვამ, რადგან ეს ფაქტი გასაიდუმლოებული იყო. აღმოჩნდა, რომ წლების წინ გზის პირზე უპოვიათ ბავშვი, აუყვანიათ და გაუზრდიათ.

სიმართლე სწორედ ქორწილში გაირკვა. პატარძალი და მისი ბიოლოგიური დედა ცრემლებს ვერ მალავდნენ. რა თქმა უნდა, მაშინვე დადგა საკითხი, რომ ქორწილი ჩაშლილიყო, რადგან თუ სადედამთილო გოგონას ბიოლოგიური დედა იყო, გამოდიოდა, რომ
ის უფროს ძმას მიჰყვებოდა ცოლად. თუმცა ეს საკითხიც ისე შემოტრიალდა, როგორც მხოლოდ ფილმებში ხდება ხოლმე - ქალმა აღიარა, რომ ბიჭი უშვილებია, როდესაც საკუთარი ქალიშვილის პოვნის იმედი დაკარგა.
ქორწილი შედგა წინააღმდეგობების გარეშე, რადგან სიძე-პატარძალი ბიოლოგიური ნათესავები არ აღმოჩნდნენ.


2305
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი