"შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით" - სოფო ბედია მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
"შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით" - სოფო ბედია მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
მომღერალი სოფო ბედია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მომღერლები, მსახიობები და სხვა ცნობილი ადამიანები დაბადების დღის აღსანიშნავად რეგულაციების დარღვევით შეიკრიბნენ. შეკრების შემდეგ რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"რეგულაციებს არ ვარღვევ და კანონმორჩილი ადამიანი ვარ! კორონა 3 თვის წინ გადავიტანე (საკმაოდ მსუბუქად) იზოლირებულად და ყველანაირი წესის დაცვით! საფრთხეს არ წარმოვადგენ არავისთვის და არც არასოდეს შევუქმნი პრობლემას! 30 მარტს ჩემი მეგობრის ცირა ბზიშვილის დაბადების დღე ავღნიშნეთ ვიწრო წრეში! შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით, 5 კაცი ვიჯექით თითო მაგიდასთან! 7:50 წუთზე დავიშალეთ! ბოდიში
ეხლა თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ! ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო ისედაც ცხოვრება მოგვბეზრდა ისეთ რეალობაში ვართ! შეიხედეთ სხვა რესტორნებში რა ხდება და არავისგან გამორჩეულად არ აგვიღნიშნია! ძალიან ცუდია გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასეთი ცუდი სახით რომ აშუქებენ!!! და სადღაც კლუბში აზელილ სიტუაციას რო ამონტაჟებენ ჩვენთან ერთად!!!"
2220
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სოსო
0
მიეცით ხელოვან ხალხს სიმღერისა და ცეკვის უფლება, ამათ ტინგიცობის მეტი არაფერი შეუძლიათ და თუ ამის უფლებას არ მისცენ რა აკეთონ.
23:13 / 12-04-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი