მსახიობი ნინუცა მაყაშვილი 19 წლის გათხოვდა. ნინუცას პირველი ქმარი თეატრის პოპულარული მსახიობი ბესო ზანგური იყო. წყვილს დაოჯახებიდან მალე ვაჟი შეეძინა. პატარა ბიჭუნას აღზრდაში ნინუცას დედა ეხმარება. ბესო ზანგურს ამჟამად მეოთხე მეუღლე ჰყავს, ნინუცა მეორე იყო.
დაშორების შემდეგ ნინუცა და თამარ მაყაშვილი ინტერვიუებში ბესო ზანგურს კარგად არ მოიხსენიებდნენ, თუმცა დაშორების რეალურ მიზეზებზე მსახიობს აქამდე არ უსაუბრია.
როგორც გაირკვა, ნინუცა მეუღლისგან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, რასაც თავი გაქცევით დააღწია. 11 წლის შემდეგ, ცხოვრების უმძიმესი პერიოდი ნინუცამ "ფარულ კონვერტში" გაიხსენა:
"რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი, როდესაც ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ისედაც ამდენი დოზით არის ქალზე ძალადობა. არასდროს მიფიქრია, რომ ერთ-ერთი გავხდებოდი, ვისაც ასეთი ცხოვრება მოუწევდა. თუმცა არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მეგონა. პირველად რა მიზეზით აღმართა ხელი, ეს არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ძალიან შოკირებული ვიყავი. მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად... მცემა ძალიან. ამ ყველაფერს მოსდევდა კორიანტელი ბოდიშების და საჩუქრების, რომელიც მე აღარ მჭირდებოდა. განაგრძეთ კითხვა