ისინი ბედნიერ წყვილად გამოიყურებოდნენ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები აღმოჩნდნენ მთელ კანადაში. ამიტომ ამ ამბის შესახებ ხშირად აქვეყნებს მსოფლიო მედია ყველაზე მეტად იმის გამო, რომ მხოლოდ გარეგნული იდილია და იმიჯი, არ ნიშნავს ადამიანების კეთილგანწყობას და კეთილშობილებას და აფრთხილებენ ადამიანებს, განსაკუთრებით მშობლებსა და ბავშვებს, რომ უცხო ადამიანებს არ უნდა ენდონ და არ დაუჯერონ მათ ერთი შეხედვით უწყინარ მოთხოვნებს...
კარლა ჰომოლკა 1970 წელს დიდ ოჯახში, ტორონტოს მახლობლად დაიბადა. მას მოსიყვარულე მშობლები და ორი და - უფროსი ლორა და უმცროსი ტემი, ჰყავდა. გოგონა სკოლაში სწავლობდა, ძალიან უყვარდა ცხოველები, ამიტომ ნახევარ განაკვეთზე ზოომაღაზიაშიც მუშაობდა. მშვიდი და უპრობლემო მოზარდი იყო.
17 წლის ასაკში სტუდენტი პოლ ბერნარდო გაიცნო. ბიჭი 23 წლის იყო და საოცარი გარეგნობით ჰქონდა. ქერა თმითა და მომხიბვლელობით ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა. ურთიერთობა დაიწყეს, პირველივე საღამოს ძალიან ბევრი რამ უამბეს ერთმანეთს. მალე კი მეგობრების წრეში წყვილად გადაიქცნენ. ისე ჩანდა, თითქოს ეს ორი ადამიანი ზუსტად ერთმანეთისთვის იყო შექმნილი.
პოლის ბიოგრაფია რამდენიმე საშიშ საიდუმლოს მალავდა. მისი ბავშვობა სულაც არ იცო ისეთი ლაღი და ბედნიერი, როგორიც კარლასი. თინეიჯერობის ასაკში შეიტყო, რომ მამამისი მისი ბიოლოგიური მამა არ იყო და ეს ძალიან დიდი შოკი აღმოჩნდა. დედაზე გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ მოატყუა. გარდა ამისა, მშობლები თითქოს ვულკანზე ცხოვრობდნენ. დედა ქმართან ყოველი ჩხუბის შემდეგ, ბავშვზე იყრიდა ჯავრს. მამა, როგორც შემდეგ გაირკვა, ნამდვილი კრიმინალი აღმოჩნდა. მან საკუთარი ქალიშვილი, პოლის და, გააუპატიურა. ბიჭს სწორედ მოზარდობის ასაკიდან ჩამოუყალიბდა ძალიან ბევრ რამეზე პროტესტი და აღმოაჩინა, რომ ქალები აინტერესებდა. მეზობლებს ღია ფანჯრებიდან უყურებდა. განსაკუთრებით ის პროცესი მოსწონდა, როცა ქალები ტანსაცმელს იცვლიდნენ ან ეძინათ. თუმცა, პოლის ნაცნობებიდან მისი გატაცების შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავეების უზარმაზარი სია შეადგინა და დნმ-ის ტესტის გამოყენება დაიწყო. თუმცა, 1980-იან წლებში ეს ტესტი ძალიან ძვირი გახლდათ და არც ისეთი სწრაფი, როგორიც დღესაა. ამიტომ, გამოძიება გაჭიანურდა.
ამასობაში პოლი კარლასთან ურთიერთობით ძალიან ბედნიერი იყო, მეტიც, მისი მშობლები და ოჯახის წევრებიც კი გაიცნო. თუმცა, მისმა რამდენიმე ნაცნობმა პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის სავარაუდო ნიშნები, რაზეც მსხვერპლი ქალები საუბრობდნენ, პოლსაც ჰქონდა. ბიჭი პოლიციაში დაიბარეს, ტესტისთვის გენეტიკური მასალა აიღეს და გამოუშვეს.
ნებისმიერი სხვა გოგონა ქმრის მსგავსი პირობის მოსმენის შემდეგ საშინლად გაბრაზდებოდა, თუმცა, კარლა ასე არ მოიქცა. პირიქით, პოლის იდეას ენთუზიაზმითაც კი შეხვდა და გეგმის შედგენა დაიწყო.
გეგმის თანახმად, კარლას ვეტერინარული კლინიკიდან საძილე აბები უნდა წამოეღო და ტემისთვის მიეცა. როგორც კი გოგონას დაეძინებოდა, პოლი მასთან უნდა შესულიყო. ასეც მოხდა. მეტიც, ბერნარდომ კამერა დააყენა და ეს საშინელი პროცესი ჩაიწერა... მოგვიანებით ეს ამბავი კიდევ უფრო ცუდად დასრულდა - აღმოჩნდა, რომ ტემმა საძილე აბების გადამეტებული დოზა მიიღო და საერთოდ ვეღარ გაიღვიძა. გოგონა გარდაიცვალა.
ზუსტად არ არის ცნობილი როგორ, მაგრამ წყვილმა დანაშაულის დაფარვა მაინც შეძლო და სიკვდილის მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა, რომლის თანახმადაც, ტემმა ძალიან ბევრი ალკოჰოლი მიიღო და მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო... წყვილმა ამ ამბის შემდეგ ისე გააგრძელა ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა.
გოგონას სიკვდილიდან 6 თვის შემდეგ კარლა და პოლი დაქორწინდნენ. ფოტოებზე ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი მომღიმარი სახის უკან საშინელი დამნაშავეები იმალებოდნენ.
მსხვერპლთა რიცხვი ძალიან დიდი იყო. ფართო საზოგადოებისათვის ზუსტი რაოდენობა არც არის ცნობილი. თუმცა, ორ შემთხვევაზეა ინფორმაცია ხელმისაწვდომი - 14 წლის ლესლისა და 15 წლის კრისტენის შესახებ.
14 წლის ლესლი პოლმა მის სახლთან ახლოს გაიცნო, გამოელაპარაკა და მოტყუებით ჩასვა მანქანაში. შემდეგ საკუთარი სახლის სარდაფში ჩაიყვანა. პოლი და კარლა, ორივენი ძალადობდნენ გოგონაზე მთელი დღე-ღამის განმავლობაში და ამას კამერით იღებდნენ. იმ დღეს კარლას მშობლები უნდა მისულიყვნენ სტუმრად, ამიტომ, ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, გოგონა მოეშორებინათ. მოზარდი მოკლეს, გვამი დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდეს...
15 წლის კრისტენს კი წყვილმა ისე მოაჩვენა თავი, თითქოს გზა აებნათ. პოლს რუკა ეჭირა ხელში და გოგონას, რომელიც გზაზე მიდიოდა, შეკითხვებს უსვამდა. 15 წლის თინეიჯერი დღისით ისე ჩასვეს მანქანაში და გაიტაცეს, ვერავინ ვერაფერი გაიგო. მასაც ზუსტად იგივე ბედი ელოდა, რაც ლესლის.
კარლა და პოლი თავის ბინძურ საქმეს ჩუმად აკეთებდნენ. თან, მათ დანაშაულის ამსახველი უამრავი ვიდეოჩანაწერი ჰქონდათ. თუმცა, არც ცოლ-ქმარს შორის გაგრძელებულა დიდხანს ჰარმონია. პოლი დროთა განმავლობაში ცოლის მიმართ გამკაცრდა, ერთხელ ისე სცემა, მაკიაჟის გარეშე კვალის დაფარვა შეუძლებელი იყო. სამსახურში მისულმა კარლამ თანამშომლებს უთხრა, რომ ავარიაში მოყვა. თუმცა, მათ არ დაუჯერეს და ურჩიეს, რომ ოჯახურ ძალადობაზე პოლიციაში განეცხადებინა. მშობლებსაც დაურეკეს...
კარლას მშობლებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომ დაზიანება შეემოწმებინათ. გოგონამ პოლიციასთან თქვა, რომ ქმარმა სცემა. პოლი დააპატიმრეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს. ბიჭი მიხვდა, რომ მისი დანაშაულები მალევე გამომჟღავნდებოდა და თვითმკვლელობა სცადა, თუმცა, ერთ-ერთმა მეგობარმა ხელი შეუშალა.
ამასობაში დნმ-ის პასუხი მოვიდა და დადასტურდა, რომ მთელ რაიონს სწორედ პოლი აწიოკებდა. კარლა დაკითხეს, თუმცა, მან ისე წარმოაჩინა საკუთარი თავი, თითქოს ქმრის ძალიან ეშინოდა და ამიტომაც ეხმარებოდა სასტიკ დანაშაულებში. მოგვიანებით პოლმა თქვა, რომ მკვლელობებში მისი ცოლიც მონაწილეობდა. პოლიციას კარლასი უფრო მეტად სჯეროდა. იმ დროს ვიდეოები ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. პროკურატურამ გოგონასთამ ასეთი შეთანხმება დადო - თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებდა, მხოლოდ 12 წლით ჩასვამდნენ ციხეში.
ჩანაწერების ნახვის შემდეგ, ყველა დარწმუნდა, რომ კარლა ქმრის დაშინებით კი არ ჩადიოდა დანაშაულს, არამედ თავად სიამოვნებდა პროცესში მონაწილეობა. პოლ ბერნარდს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, კარლას კი - 12 წელი. ისინი ჩადენილ დანაშაულს არ ნანობდნენ, მეტიც, პოლმა რამდენჯერმე შეავსო განაცხადი სასჯელის შემსუბუქებაზე. საბედნიეროდ, მისთვის სასჯელის ვადა არ შეუმცირებიათ.
...კარლა 2005 წელს გაათავისუფლეს. სახელი შეიცვალა და საკუთარი ადვოკატის უმცროს ძმაზე დაქორწინდა. 3 შვილი ეყოლა და კანადიდან საერთოდ წავიდა. ბევრი წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად გვადალუპეში ცხოვრობდა. მოხალისედ მუშაობდა იმ სკოლაში, სადაც მისი შვილები სწავლობდნენ... რამდენიმე წელში კანადაში დაბრუნდა, კვებეკში დასახლდა ოჯახთან ერთად. თუმცა, სახელისა და გვარის გადაკეთებამ ვერაფერი უშველა. სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან შეურაცხყოფას აყენებენ და ჩადენილ დანაშაულებს ახსენებენ...