დასავლეთ საქართველოში ხვალ დილამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. უფრო კონკრეტულად, როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვკითხეთ:
"ხვალ, 14 აპრილს დასავლეთ საქართველოში დღისით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა ნავარაუდევი, ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში. თბილისში ხვალ 20 გრადუსია მოსალოდნელი. 15 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 22 გრადუსამდე. უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში. 16 აპრილს კი დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა ნავარაუდევი, ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში, თბილისში 20 გრადუსია ნავარაუდევი." - გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.
უახლოესი 10 დღის ამინდი თბილისში კი ასეთი გახლავთ:
თამარ იაკობაშვილი