საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის, მსახიობების, ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - ისინი სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პირველ შვილს ელოდებიან. ანდრია და მაიკო AMBEBI.GI-ს უამბობენ, როგორ ემზადებიან ცხოვრების მთავარი მოვლენისთვის
ანდრია:
- ორსულობა ძალიან მოულოდნელი იყო. ძაღლი წავიყვანე ძაღლების გამოფენაზე და იქ მსაჯთან ვიჩხუბე, უხასიათოდ ვიყავი და ამ დროს დამირეკა მაიკომ და პირდაპირ მითხრა - "ორსულად ვარ". ჩემი პირველი ემოცია იყო დუმილი – გავოგნდი, ხმას ვერ ვიღებდი. მიხაროდა, მაგრამ ნორმალურად ვერ განვიცადე. ხუთ თვემდე საერთოდ არ ვთქვით. რაღაც განსაკუთრებულ მომენტს ველოდით, თან მაიკოსაც მუცელი არ ეტყობოდა. ჩვენი ქორწინების დღეს გავამხილეთ – სამ თებერვალს "ინსტაგრამზე" მაიკოს ფოტო დავდე, წარწერით - "თებერვლის სამი, ქორწინებიდან სამი წელი და უკვე სამნი". ჯერ ჩვენ თვითონ ბავშვები ვიყავით და არ ვჩქარობდით. ჩვენს ურთიერთობას ჰქონდა ეტაპები, ჯერ სამწლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა, შემდეგ – შეყვარებულობის სამწლიანი პერიოდი, მერე უკვე დავინიშნეთ, დავქორწინდით და აქაც სამწლიანი პერიოდი გამოგვივიდა. ძალიან მახარებს, რომ ყველაფერი ასე, ეტაპობრივად განვითარდა.
- ჯერ არ გვიყიდია, მაგრამ უკვე გვჩუქნიან რაღაცებს. იმედი გვაქვს, რომ ჯერ არ ჩაგვკეტავენ და ბავშვი შიშველი არ დაგვრჩება. ორსულობის პირველი სამი კვირაც "ჩაკეტილები“ ვიყავით, მაიკოსთვის საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემი შარვლების ჩაცმა უწევდა.
- კი, ბიჭია. ჩვენთვის სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ჩემს დაზე უფროსი ვარ და მე გავზარდე, მამა-შვილივით ვიყავით. აქედან გამომდინარე, სულ მინდოდა გოგო, თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ პირველი შვილი ბიჭი მეყოლებოდა.
- ხასიათი მაინცდამაინც არ შემცვლია. ვცდილობ, რომ უფრო მშვიდი ვიყო. ისეთ რაღაცებს აღარ ვაქცევ ყურადღებას, რაზეც აქამდე ვნერვიულობდი. ეს ჩემდაუნებურად მოხდა. მკვეთრი ტოქსიკოზი და უცნაური სურვილები არ მქონია.
ანდრია:
- ხასიათი უკეთესობისკენ შეეცვალა. მარწყვზე ნამდვილად არ მირბენია, ალუჩაზე კი – ხშირად. განაგრძეთ კითხვა