62 წლის მადონამ 24 წლის ქალიშვილთან - ლურდეს ლეონთან გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და უკვე ორი დღეა მას სოციალურ ქსელში განიხილავენ.
საქმე ისაა, რომ ლურდესს ფოტოზე გაუპარსავი იღლიები უჩანს. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ვარსკვლავის ქალიშვილი გაუპარსავი იღლიებით პოზირებს. მას მიაჩნია, რომ ბუნებრიობას მისდევს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლების კომენტარებიდან ჩანს, რომ ისინი არა მხოლოდ ვიზუალურად ულამაზოდ აღიქვამენ, არამედ ფიქრობენ, რომ ეს არაჰიგიენურიცაა.
"რა საზიზღრობაა!", "გაიპარსე, რა!", "ძალიან ტოლერანტული ვარ, კეთილი და არ განვსჯი სხვებს, მაგრამ გაუპარსავ იღლიებს ვერ ვეგუები" - წერენ კომენტარებში.
რა თქმა უნდა, გოგონას დამცველიც ბევრი გამოუჩნდა. ისინი წერდნენ, რომ არავინ არ უნდა მიუთითოს ქალს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს, ეს მისი არჩევანია.
ფაქტია, არც მოდის წარმომადგენლები ღელავენ ამის გამო და ლურდესს არ აკლია კონტრაქტები და საქმიანი შემოთავაზებები.