გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა საკუთარი მძიმე ისტორია გაასაჯაროვა, რომელიც მის ცნობილ მეუღლეს ბესო ზანგურს ეხებოდა. როგორც ირკვევა, რუსთაველის თეატრის მსახიობი ცოლზე - ნინუცაზე ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.
რა თქმა უნდა, ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცილაურ ქსელში, გთავაზობთ ცნობილი ადამიანების კომენტარებს ამ თემასთან დაკავშირებით:
ლიკა ევგენიძე:
„სრული მხარდაჭერა ნინუცას!
მადლობა გამბედაობისთვის, დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანისთვის გახდები მაგალითი. ყველამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს ასეთ საკითხებზე და ყველა მოძალადე უნდა იქნას გამოაშკარავებული! ნინუცას საოცარი ხასიათიდან გამომდინარე, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ტკივილს ატარებდა ამდენი წლის მანძილზე.
Rustaveli Theatre - რუსთაველის თეატრი - იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!“
ანა სანაია:
„ოჯახურ ძალადობაზე სრულად თვალს ხუჭავს ის საზოგადოება ვინც ხალხთან უნდა მიდიოდეს და ძალით დახუჭულს ორი ხელით ახელინებდეს! თეატრლური საზოგადოება, რაც იყავით, ეგ ხართ და ეგ იქნებით კიდევ დიდი ხანი. ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით. ნინუცა მაყაშვილს ჩემი მხარდაჭერა.“
„ანა, საყვარელო, თეატრალური საზოგადოება ვართ შენ, მეც და სხვანიც.. მთელ საზოგადოებას მე შეურაცხყოფას არ მივაყენებდი და ზანგურს კი თეატრიდან განკვეთა ეკუთვნის სულ მცირე“ - წერს მანანა ბერიკაშვილი ანა სანაის პოსტის ქვ
სალომე ასათიანი:
„მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ სამიდან ერთ ქალს აქვს გამოცდილი ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობა. არის ქვეყნები თუ კულტურები, სადაც ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობა 70 პროცენტს აღწევს. ქალთა მიმართ ძალადობას უამრავი ფორმა აქვს - ცემა, სექსუალური ძალადობა, ემოციური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეკონომიკური ძალადობა, “ღირსების” სახელით ჩადენილი დანაშაულები, მასობრივი გაუპატიურება, როგორც ომის იარაღი. პატრიარქალურ სამყაროში ქალთა მიმართ ძალადობა არ ცნობს კულტურულ, ეროვნულ, ან გეოგრაფიულ საზღვრებს; ქალები ყველა ქვეყანაში, ყველა კულტურაში, საზოგადოებების ყველა ფენაში არიან ძალადობის მსხვერპლნი.
ეს მონაცემები პანდემიამდელია - და. დიდი ალბათობით. ახლა ვითარება კიდევ უფრო მძიმეა.
ამ უბედურებას შეურიგებელი და უკომპრომისო ბრძოლა ჭირდება. ჩემი პატივისცემა და თანაგრძნობა ნინუცა მაყაშვილს, გამბედაობისთვის და თავისი უმძიმესი გამოცდილების სხვა, ამ მომენტში სასოწარკვეთილი ქალებისთვის იმედად გადაქცევისთვის.“
ეთო გუგავა:
„ნინუცა მაყაშვილის მონათხრობი ,მრავალი ადამიანისთვის, სიახლე არ იყო.
სამწუხარო ისაა, რომ ყველა თვალს ხუჭავდა ამაზე.
ვიცი რომ შინაგანად წუხდნენ, მაგრამ არავინ არაფერი მოიმოქმედა.
მხოლოდ ერთი ნინუცა, რომელიც სიკვდილამდე შეშინებული და დათრგუნული იყო, ვერაფერს გახდებოდა.
მას რომ დიდი მხარდაჭერა ჰქონოდა, შესაძლოა ეს ხანგრძლივი ძალადობა, ხანმოკლე, ან სულაც ერთჯერადი ყოფილიყო.
ის რომ ქალი მოძალადესთან ცხოვრებას აგრძელებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს მოსწონს.
შიში ძალიან ვერაგი გრძნობაა, ის თავს და მომავლის იმედს გაკარგვინებს.
თანადგომა კი შიშის საპირისპიროა.
დიახ, თანადგომაა რაც მსხვერპლს იხსნის.
დააძლევინებს შიშს და ხმას ამოაღებინებს.
ვწუხვარ რომ წლების მერე შეძლო ამ საზარელი სიმართლის სააშკარაოზე გამოტანა.
ზანგურის პასუხი კი ძალადობაზე კიდევ უფრო უარესია.
რუსთაველის თეტრის განცხადება კი ზანგურის პასუხზე მეტად სასაცილო.
ერთი ბესო არ ძალადობდა და მეორე თეატრი გმობს.“
თეკლა ჟვანია