"როგორც ჩანს, ქვეყანა ვერ შეძლებს მესამე ტალღის შეჩერებას... არ არის საშუალება, რომ ისეთივე მკაცრი ღონისძიებები გატარდეს, როგორც შარშან"
"როგორც ჩანს, ქვეყანა ვერ შეძლებს მესამე ტალღის შეჩერებას... არ არის საშუალება, რომ ისეთივე მკაცრი ღონისძიებები გატარდეს, როგორც შარშან"

ფაქტია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა , ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ზახაშვილი აცხადებს, ქვეყანა ვერ შეძლებს კორონავირუსის მესამე ტალღის შეჩერებას.

“როგორც ჩანს, ვერ შევძლებთ ამის შეჩერებას. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გატარდეს ისეთივე მკაცრი ღონისძიებები, როგორც შარშან.

ფაქტია, რომ მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდირებულია
შესაძლებელი იქნება ისეთი დამანგრეველი არ იყოს, როგორც მეორე“, - აცხადებს ზახაშვილი.

alt"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე... დღეს ნახტომი გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება" - ამირან გამყრელიძე




401
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი