ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 14 წლის ქალიშვილი შაილო, რომელმაც ცოტა ხნის წინ მამის გვარზე თქვა უარი და ამით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, კვლავ განხილვის ობიექტია. ჯერ კიდე შარშან მარტში ყვებოდა ანჯელინა, რომ მის ორ ქალიშვილს - ზაქარასა და შაილოს სერიოზული ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. შაილოს თეძოზე დასჭირდა ოპერაცია. მაშინ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მალე გამოწერეს და გარკვეულ ხანს ხელჯოხებით გადაადგილდებოდა. უკვე წელიწადზე მეტი გავიდა და პაპარაცებმა შაილო ისევ გადაიღეს ხელჯოხებით.
ჯოლის ჯერ არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ, მას მეორე ოპერაცია დასჭირდა.
ბოლო პერიოდში შაილომ, რომელიც მანამდე ბიჭურად იცვამდა და ერთი პერიოდი იმასაც წერდნენ, რომ სქესის ოფიციალურად შეცვლას გეგმავდა 18 წლის ასაკში და ჰორმონალურ თერაპიასაც კი იტარებდა, გოგონას შორტებითა და მაისურებით გამოჩნდა. თმაც დაიგრძელა და ვარდისფერიც გამოჩნდა მის სამოსში.