ვალერი მელაძეს მეექვსე შვილი გაუჩნდა - ის უკვე 4 გოგონას და ორი ვაჟის მამა
ვალერი მელაძეს მეექვსე შვილი გაუჩნდა - ის უკვე 4 გოგონას და ორი ვაჟის მამა
ვალერი მელაძე მეექვსე შვილის მამა გახდა. ეს შესანიშნავი ამბავი მომღერალმა საზოგადოებას თავად აუწყა. 13 აპრილს ის მანსანკანის მერვედფინალის გადაღებებში ჟიურის რანგში მონაწილეობდა. სწორედ იქ ახარა ყველას ოჯახში პატარა წევრის შემომატება. 
ვალერი მელაძესა და ალბინა ჯანაბაევას ქალშვილი შეეძინათ. ჯერჯერობით პატარა გოგონას სახელი უცნობია. მელაძეს არც ის დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ რიცხვში გაჩნდა პატარა. მისი თქმით, "რამდენიმე დღის წინ". თუ ასეა, არაა გამორიცხული, გოგონას დაბადება დედიკოს დაბადების დღეს დამთხვეოდა - ალბინას 9 აპრილს შეუსრულდა 42 წელი. 

შეიძლება ითქვას, წყვილის თაყვანისმცემლებმა წინასწარ გამოიცნეს ახალშობილის
სქესი. ალბინას ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ის კინოთეატრიდან ოვერსაიზის მაისურსა და თავისუფალ ჯინსებში მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე პოზირებდა, კომენტარად დაუწერეს: "ჯანაბაევა გოგონას ელოდება". ხალხში გავრცელებული აზრით, გოგონაზე ორსულობა მომავალი დედის გარეგნობას ძალიან ცვლის. 
mshoblebi
ვალერის მელაძესა და ალბინა ჯანაბაევას ახალშობილი გოგონას გარდა ორი საერთო შვილი ჰყავთ: 17 წლის კონსტანტინე და 7 წლის ლუკა. მელაძეს პირველი ქორწინებიდან კიდევ 3 ქალიშვილი ჰყავს: 30 წლის ირინა და 18 წლის ტყუპი სოფია და ირინა. 

alt"ჩვენი სიამაყე!" - ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა 17 წლის ვაჟის ფოტოებს ასაჯაროებენ

alt"ვცდილობთ შვილებისთვის არა მეგობრები, არამედ ავტორიტეტები ვიყოთ" - როგორ ელოდებიან ვალერი მელაძის შვილები დედმამიშვილის დაბადებას

alt"ვცდილობ, დავივიწყო..." - ვალერი მელაძე იმ ტკივილზე ალაპარაკდა, რაც განქორწინებისას შვილებს

მიაყენა


2411
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნანა
0
ვულოცავ, ჯანმრთელი და ბედნიერი გაეზარდოთ!
18:23 / 14-04-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი