მოდელი თამუნა ვაშალომიძე ორი შვილის დედაა. სოფიას შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა 3 წლის, თამუნას აკა სამხარაძესთან შეეძინა საერთო შვილი - პატარა მაქსიმე.
თამუნამ აკასა და მაქსიმესთან ერთად ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა.
მშობიარობის შემდეგ თამუნა საკმაოდ მალე ჩადგა ფორმაში, თუმცა ჯერჯერობით არ ამხელს, რა დაეხმარა ამაში - ვარჯიში თუ სპეციალური დიეტა.