ჯონ ტრავოლტა, რომელმაც ცოლიც დაკარგა და 16 წლის შვილიც, გარდაცვლილ ვაჟს ემოციურ პოსტს უძღვნის
ჯონ ტრავოლტა, რომელმაც ცოლიც დაკარგა და 16 წლის შვილიც, გარდაცვლილ ვაჟს ემოციურ პოსტს უძღვნის
67 წლის ჯონ ტრავოლტამ, რომელმაც საკმაოდ რთული პერიოდები გაიარა, 13 წლის წინ გარდაცვლილი უფროსი ვაჟი გაიხსენა. ჯეტი 16 წლისა იყო. მას აუტიზმი ჰქონდა, კავასაკის სინდრომი და ეპილეფსია. ეპილეფსიური შეტევის დროს აბაზანაში დაეცა და გარდაიცვალა. დღეს ის 29 წლის გახდებოდა. 

ჯონმა ინსტაგრამზე შვილთან ერთად გადაღებული შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:
"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემი მშვენიერო ჯეტი. მიყვარხარ". 
mshoblebi
2009 წელს, როცა ჯეტ გარდაიცვალა, ჯონი ოჯახთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე ისვენებდა. სამი წლის შემდეგ ჯონის მეუღლემ კელი პრესტონმა გამოთქვა მოსაზრება, თუ რატომ იყო მათი
ვაჟი ავად. 
mshoblebi
"როგორც დედა, მეც და ჩემი მეუღლეც ვფიქრობთ, რომ არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც იწვევენ აუტიზმს და ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ქიმიურ ნივთიერებებთან ჩვენს გარემოში და ჩვენს საკვებში".
mshoblebi
ტრავოლტას არაერთხელ უთქვამს, რომ ჯეტის გარდაცვალება ყველაზე დიდი დარტყმა იყო მის ცხოვრებაში. შარშან მას ახალი ტრაგედია დაატყდა თავს - სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მისი მეუღლე კელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტრავოლტა ამჟამად ორ შვილთან ერთად ცხოვრობს - 21 წლის ქალიშვილ ელა ბლუსთან და 10 წლის ვაჟ ბენჯამინთან. ელა მამის კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა.
mshoblebi

7199
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი