"მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო" - ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო
ცნობილმა ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "პირველ ხაზში" მსახიობ ნინუცა მაყაშვილის აღიარებაზეისაუბრა და განაცხადა, რომ წლების წინ, ყოფილი მეუღლისგან ისიც იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც, რვა თვის შვილთან ერთად, სახლიდან გაიპარა.
ირმა შარიქაძე:
"გულწრფელად რომ გითხრათ, დღევანდელი მოსვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გამომეთქვა, არა მხოლოდ მხარდაჭერა და სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილისთვის, არამედ მეთქვა, რომ მეც მქონდა რაღაცით მსგავსი ისტორია, წამოვედი ჩემი შვილის მამისგან იგივე მიზეზით, უბრალოდ, ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია.
მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო, ახლა ჩემი შვილი 21 წლისაა, ფაქტობრივად, ნინუცას მსგავსი სიტუაცია მქონდა, ეს ძალიან რთული მოსაყოლია... განაგრძეთ კითხვა