რუსული ესტრადის ლეგენდას ალა პუგაჩოვას საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ნიჭისა და სიმღერის გამორჩეული სტილი გარდა თაყვანისმცემლებს მასში უშრეტი ახალგაზრდული ენერგია და მისი ოჯახური იდილიაც პოზიტიურად განაწყობთ. დღეს ალა ბორისოვნა 72 წლის გახდა. მისმა მეუღლემ, შოუმენმა მაქსიმ გალკინმა ოჯახური ვიდეო დადო, რომელზეც ჭრელ კაბასა და წითელ ქოშებში გამოწყობილი იუბილარი ყველაზე გულიან მილოცვებს იღებს.
8 წლის ტყუპმა დედიკოს ლექსები მიუღღვნა და საკუთარი ხელით დამზადებული საჩუქრებიც გადასცა. როცა იუბილარმა გამასპინძლების საქმე მოიკითხა, მომდევნო ოთახში გაუძღვნენ და კარტოფილის ღვეზელების მოზრდილი გროვა უჩვენეს. როგორც გალკინმა აღნიშნა, კარტოფილის ღვეზელები ტრადიციულად ალას ყოველ დაბადების დღეზე ცხვება, რადგან მას ბავშვობას ახსენებს. „წელიწადში ერთხელ ეს მავნე, ზეთით გაჟღენთილი ღვეზელები ალას დაბადების დღეზე ყოველ წელიწადს ცხვება“ - ამბობს გალკინი.
შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვასა და მის ახალგაზრდა მეუღლეს შორის სხვაობა 27 წელია. ამის მიუხედავად, მათი კავშირი საკმაოდ მყარი გამოდგა. გამომწერები ყოველდღიურად რწმუნდებიან, რა სიმშვიდე, სითბო და ოჯახური იდილია ტრიამებს ალა პუგაჩოვას სახლში.