"ფესვებში" რომ გადამიღეს ქმარმა მაგრად მჟეჟა... ჩემი პირველი ქორწინება ძალადობებით სავსე იყო" - ია ფარულავა
"ფესვებში" რომ გადამიღეს ქმარმა მაგრად მჟეჟა... ჩემი პირველი ქორწინება ძალადობებით სავსე იყო" - ია ფარულავა
ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" ბოლო გა­და­ცე­მი­დან ორი დღე გა­ვი­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, 11 წლის მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბა­ზე დის­კუ­სია ისევ გრძელ­დე­ბა. ამ ის­ტო­რი­ას ორი გმი­რი ჰყავს, ორი­ვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. წლე­ბის შემ­დეგ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ღიად მო­უყ­ვა, რო­გორ ძა­ლა­დობ­და მას­ზე თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას ყო­ფი­ლი ქმა­რი ბესო ზან­გუ­რი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ემ­პა­თი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ნი­ნუ­ცას მი­მართ და ბესო ზან­გუ­რის ქმე­დე­ბა, არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა სა­ხემ დაგ­მო. ზოგ­მა კი სა­კუ­თარ თავ­ზეც ისა­უბ­რა. მათ შო­რის გახ­ლავთ ია ფა­რუ­ლა­ვა, რო­მელ­მაც "ღა­მის კუ­რი­ერ­ში" წლე­ბის წინ, პირ­ველ ქმარ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას გა­და­ტა­ნილ მძი­მე დღე­ებ­ზე ისა­უბ­რა.

მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე რა­მაზ ჩანტლა­ძე
გახ­ლდათ. ად­რე­ულ ასაკ­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხი და­ინ­გრა. რა­მა­ზი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი იყო და ზოგ­ჯერ მსა­ხი­ობს ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და. ქმარსგა­შო­რე­ბულ­მა იამ სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა გა­და­წყვი­ტა.

"ეს გა­და­ცე­მა, სა­დაც ნი­ნუ­ცა იყო სტუმ­რად, უჩე­მოდ და­ი­გეგ­მა. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" ყო­ფილ პრო­დი­უ­სე­რებს, ქეთი გუნ­ცა­ძეს და ეკა გვა­ხა­რი­ას, ასე­ვე ჩემი გუნ­დის წევ­რს, ავთო ჩი­ტი­ძეს. თა­ვად მო­ი­ფიქ­რეს, მი­ვიდ­ნენ ნი­ნუ­ცას­თან და და­გეგ­მეს ყვე­ლა­ფე­რი. მად­ლო­ბა ნი­ნუ­ცა შენ, რომ მოხ­ვე­დი და ისა­უბ­რე. ეს ჩემ­თვი­საც ახ­ლო­ბე­ლი თე­მაა.

ამა­ზე ხში­რად მი­სა­უბ­რია, რომ ჩემი მრა­ვა­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა რო­დე­საც 17 წლის ვი­ყა­ვი ძა­ლა­დო­ბე­ბით სავ­სე იყო. ჩემი პირ­ვე­ლი ქმა­რი მო­ძა­ლა­დე იყო, მცემ­და, გავ­რბო­დი, ცო­ტას მეც ვურ­ტყამ­დი. დახ­მა­რე­ბა არა­ვის­თვის მი­თხო­ვია, მცხვე­ნო­და მეთ­ქვა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. განაგრძეთ კითხვა
46417
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი