ახალი სათამაშო, რომელმაც მსოფლიოს ბავშვების გონება დაიპყრო - რას ფიქრობენ ფსიქოლოგები „ფოფითზე“ და რას ურჩევენ მშობლებს
ახალი სათამაშო, რომელმაც მსოფლიოს ბავშვების გონება დაიპყრო - რას ფიქრობენ ფსიქოლოგები „ფოფითზე“ და რას ურჩევენ მშობლებს
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ე.წ. „ფიჯეტები“ - მარტივი გასართობი სათამაშოები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ აიტაცა. საინტერესო ისაა, რომ ზოგიერთი “ფიჯეტი”, თავდაპირველად სულაც არ იყო ჩაფიქრებული, როგორც სათამაშო. მაგალითად, ერნო რუბიკმა თავისი „მაგიური კუბიკი“ იმისთვის გამოიგონა, რომ მათემატიკური თეორიების შესწავლაში დამხმარე საშუალებად გამოეყენებინა, ყველასათვის ნაცნობი „სპინერი,“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გონების სავარჯიშოდ შეიქმნა. კეტრინ ჰეტინგერმა იგი თავისი ქალიშვილისთვის - ერბ გოლდფრამისთვის გამოიგონა.

ფსიქოლოგების განმარტებით, ფიჯეტი ძალიან ეხმარება ადამიანს, გაექცეს ყოველდღიურ დამღლელ ფიქრებს, მოიხსნას დაძაბულობა და განიტვირთოს, სწორედ ამითი აიხსნება უფროსების დაინტერესებაც.

„ფოფითი“
- ახალი ფიჯეტია, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და გამოსვლისთანავე გაყიდვების ლიდერი გახდა. „ფოფითები“ სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერისაა. მაგალითად, ისრაელში „ფოფითები“ ყველაზე გაყიდვადი სათამაშოა. ის ყველა ბავშვს აქვს. სკოლებში, დასვენებების დროს სკოლის მოსწავლეები სწორედ „ფოფითების“ თამაშით ერთობიან.
„ფოფითი“ ასევე ძალიან კარგია მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც. ის რბილი და უსაფრთხოა. „ფოფითის“ დახმარებით შეგიძლიათ ბავშვს თვლაც ასწავლოთ.

თამაშის წესები

mshoblebi
„ფოფითის“ თამაშის რამდენიმე წესი არსებობს. მაგალითად, ერთი ბავშვი ატრიალებს „ფოფითს“ და მის ქვეშ, რომელიმე რგოლში ჩუმად მალავს პატარა ბურთულას. მეორე ასახელებს რაიმე რიცხვს და შემდეგ, იწყებს თითებით „სიარულს“ ბურთებზე, რომლებიც იჩუტება და ტკაცუნის ხმას გამოსცემს. მეორე მოთამაშემ უნდა გამოიცნოს, რომელ რგოლში იმალება ბურთულა.
„ფოფითის“ თამაში ბურთის
გარეშეც შეიძლება. ორი მოთამაშე მონაცვლეობით აჭერს თითს ბურთულებს. წაგებულია ის, ვინც ბოლო ბურთულას დაჩუტავს.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ „ფოფითს“ ანტისტრესის დატვირთვა აქვს. ის ხელს უწყობს ხასიათის გაუმჯობესებას, ნერვიულობის დროს ყურადღების გადატანას. „ფოფითით“ თამაში შეუძლიათ ბავშვებსაც, უფროსებსაც და მოხუცებსაც.
ის ასევე ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვებისა და მშობლების ერთობლივი თამაშისთვის და დადებითი შედეგები აქვს აუტიზმის სპექტრის მქონე პატარებში.

  • „ფოფითი“ ხელს უწყობს მცირე მოტორიკის განვითარებას პატარებში.
mshoblebi
საქართველოში დღითი-დღე იზრდება „ფოფითების“ პოპულარობა. „ფოფითების“ ყველაზე ბიუჯეტურად შეძენა კი „გორგიაშია“ შესაძლებელი.
როგორც “გორგიაში” განმარტავენ, „ფოფითებზე“ მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. “გორგიაში“ „ფოფითების“ ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი და რაც მთავარია, ყველაზე დაბალ ფასად.
„გორგია“, როგორც ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი, თანხის დაზოგვის კუთხით მუდამ ზრუნავს თავის მომხმარებელზე. ამიტომ გავაკეთეთ საბავშვო პროდუქციისა და სათამაშოების დიდი სექცია, სადაც სათამაშოები ყველაზე იაფად არის წარმოდგენილი.
ფოფითების კოლექციაც, სწორედ სათამაშოების მიმართულების ნაწილია. „გორგიაში“ წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის „ფოფითები“. ასევე, სპეციალურად მომხმარებლისთვის გავაკეთეთ აქცია, რომლის ფარგლებშიც, „ფოფითების“ შეძენა 7.5 ლარიდანაა შესაძლებელი.

24167
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ნატალია
0
ვგონებ შეკვეთილი სტატიასავით გამოგივიდათ. დაგეწერათ შემადგენობაზე კარგი იქნებოდა. გორგიაში ნაყიდიც მაქვს და სხვაგანაც მაგრამ ვგონებ ძალიან დაბალი ხარისხის რეზინია . მსგავსი სათამაშოების 99%-ში აღმოჩენილია მავნე ნივთიერება D (2-ეთილჰექსილ)ფტალატი (DEHP), და კადმიუმი რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამაზე კარგი იქნებოდა ინფორმაციის მოწოდება და არა სად 7 ლარია და სად 15 . მაგრამ გამახსენდა ჩვენ ხარისხის კონტროლი კიარა ლაბროატორიაც არ გვაქვს რომ გამოვიკლვიოთ. არადა ზემთხსენებული ნივთიერებები რეპროდუქციული უნარის დაქვეითებას იწვევს. ვნებს თირკმელს და ღვიძლს. გარკვეულ ეტაპზე ამ ნივთიერების შემცველი სათამაშოების რეგულარულმა გამოყენებამ გარკვეული ეტაპის შემდეგ, შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. მაგრამ ჩვენ ვუძლებთ.. სამწუხაროა.
02:56 / 22-04-2021
mariami
0
გავიგეთ რომ კარგია. რომ წერთ პატარა ბავშვისთვის უსაფრთხოააოო ბეპანთენოლთან როგორ არის საქმე ეგ დაწერეთ. შეკვეთილი რეკლამასავით გამოგივიდათ. მეც მაქვს სახლში კიბატონო 10ლარს გადავიხდი 15ს თუ 7ს არ დამაქცევს მაგრამ შემადგენობაზე დაგეწერათ კარგი იქნებოდა. მე ვფიქრობ რომ ყველაზე დაბალი ხარისხის რეზინაა..მზე თუ მოხვდა კიდევ საშინელი სუნი აქვს. სხვადასხვანაირი მაქვს ნაყიდი მათ შორის გორგიაშიც და ნუ გამოხტებით ახლა შენია მაინცდამაინც ჩინურის ჩინურიო. მეტი კონტრეტიკა
02:47 / 22-04-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი