საზარელი ფაქტი თბილისში - 63 წლის კაცმა ავტოფარეხში 7 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, შემდეგ იგივე განახორციელა 16 წლამდე პირთანაც - მშობლები

საზარელი ფაქტი თბილისში - 63 წლის კაცმა ავტოფარეხში 7 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, შემდეგ იგივე განახორციელა 16 წლამდე პირთანაც

2021-04-17 07:41:08+04:00

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით 63 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან გან­თავ­სე­ბულ ავ­ტო­ფა­რეხ­ში, 7 წლის ბავ­შვთან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შსს-ს ცნო­ბით­ვე, მას შემ­დეგ, რაც არას­რულ­წლო­ვან­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ქუ­ჩა­ში და­ი­ნა­ხა, შე­ე­შინ­და და გა­იქ­ცა, შემ­დგომ კი თხრილ­ში ჩა­ვარ­და.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა მა­მა­კაც­მა გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მე­გობ­რის, 16 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის მი­მარ­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1958 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ს. წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

alt"სხეულის მთელ ზედაპირზე მრავლობითი დაზიანებები აქვს" - რას ამბობს ექიმი მოძალადისგან გაქცევის დროს დაშავებულ 9 წლის გოგონაზე

და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წელს, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან გან­თავ­სე­ბულ ავ­ტო­ფა­რეხ­ში, თ.ს.-მ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მი­მართ.

ამას­თან, 2021 წლის 8 აპ­რილს, არას­რულ­წლო­ვან­მა ლ.ბ.-მ ქუ­ჩა­ში და­ი­ნა­ხა თ.ს., შე­ე­შინ­და და გა­იქ­ცა, შემ­დგომ კი თხრილ­ში ჩა­ვარ­და. განაგრძეთ კითხვა