"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს ოჯახის ახლობლები უყვებიან, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა. მათივე თქმით, 2 წლამდე გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"წაიყვანეს კლინიკაში და გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული ლობიოს მარცვალი", - უყვება ოჯახის ახლობელი "ინფო რუსთავს".