ნიუტონის თავისუფალი სკოლის ახალი გამოწვევა - 50 000 ევროიანი სასტიპენდიო ფონდი საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად
ნიუტონის თავისუფალი სკოლის ახალი გამოწვევა - 50 000 ევროიანი სასტიპენდიო ფონდი საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად
ნიუტონის თავისუფალი სკოლა უკვე ბევრი წელია, ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა, მუდამ სიახლეებისა და განვითარებისკენ სწრაფვით, ნოვატორული მიდგომებითა და იდეებით გამორჩეული. ამჯერად სკოლა ახალ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ყველა მოსწავლეს, მე-5-დან მე-10 კლასის ჩათვლით - შანსს, სწავლა გააგრძელონ ნიუტონის თავისუფალი სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, მონაწილეები ნიუტონის თავისუფალი სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.
პროექტის მნიშვნელობაზე, IB პროგრამასა და კონკურსის პირობებზე სკოლის დირექტორი, გიორგი მელაძე გვესაუბრება:

- უკვე 3 წელია, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში
IB პროგრამა გვაქვს და მოსწავლეებს არა მხოლოდ საჭირო ცოდნის, არამედ იმ მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში ვეხმარებით, რაც აუცილებლად დაეხმარებათ სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევაში. 1 წელია აღნიშნულ პროგრამაში უფროსკლასელებიც ჩავრთეთ და პროცესი საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. IB პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამორჩეული საერთაშორისო პროგრამაა. მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ათასი სკოლა ახორციელებს და კიდევ უფრო იზრდება IB-ის ქსელი. ეს არის შედეგებზე, მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული პროგრამა. სამწუხაროდ, საგანმანათლებლო პროგრამების უმეტესობა ბავშვისთვის კონკრეტული ცოდნის მიცემაზეა ორიენტირებული. მაგალითად, მოსწავლემ უნდა იცოდეს გარკვეული ფორმულა თუ ტექსტი. რაც, სინამდვილეში საკმარისი არ არის და თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს, რადგან სამყარო მუდმივად იცვლება და ვითარდება. ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა უნარები აქვს
მოსწავლეს და რისი გაკეთება შეუძლია რეალურად. მაგალითად, როგორ შეძლებს უცხო ტექსტის აღქმას, მის გაანალიზებას, კრიტიკული აზროვნების გამოყენებას. პროგრამა ითვალისწინებს, რომ სწავლის პროცესი მაქსიმალურად პრაქტიკული და ინტერდისციპლინარული იყოს. საგნებს შორის ლოგიკური კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და მოსწავლე კონკრეტულ საკითხს არა მხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ სხვადასხვა საგნის პერსპექტივიდან უყურებს, რაც სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარებათ. გარდა ამისა, თუ მოზარდები IB პროგრამას ამთავრებენ და აბარებენ გამოცდებს, რომლებიც პროგრამაში ჩართული ყველა სკოლისთვის ერთნაირია, მიღებული ქულებით პირდაპირ შეუძლიათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოხვედრა და სწავლის გაგრძელება. ამიტომ, ეს არის ყველაზე თანამედროვე პროგრამა, სწორი ხედვით და უამრავი შესაძლებლობით.
2017 წელს საქართველოს მთავრობამ IB ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც მათი დიპლომი აღიარა. სწავლის პროცესი სრულიად განსხვავებულია, ვიყენებთ საერთაშორისო სახელმძღვანელოებსა და რესურსებს, ჩვენი მასწავლებლები კი IB ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ სპეციალურ ტრენინგებს გადიან. შესაბამისად, ეს არის სრულყოფილი, სრულფასოვანი, საერთაშრისო პროგრამა.

mshoblebi

- ვის შეუძლია თქვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ?

- მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოსწავლეს, მე-5-დან მე-10 კლასის ჩათვლით, ვისაც სწავლის გაგრძელება ნიუტონის თავისუფალი სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე სურს. ჩვენი მიზანი იყო, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ბევრი ბავშვისთვის მიგვეცა. არ განგვისაზღვრავს, რომ რომელიმე საგანი იცოდნენ კარგად. ყველა მოსწავლე ინდივიდუალური და უნიკალურია, ამიტომაც ფორმატი არ შეგვიზღუდავს.
IB ფილოსოფიის თანახმად, გარდა პროგრამული სწავლებისა და აკადემიური წინსვლისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის პიროვნულ ზრდას შემდეგი ატრიბუტების მიხედვით: მკვლევარი, მცოდნე, მოაზროვნე, კომუნიკაბელური, პრინციპული, გონებაგახსნილი, მზრუნველი, გაბედული, გაწონასწორებული, რეფლექსიური. ჩამოთვლილთაგან კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლემ უნდა აირჩიოს ერთ-ერთი უნარი/თვისება, რომელზეც ფიქრობს, რომ მას საუკეთესოდ გამოხატავს და შექმნას ნებისმიერი შემოქმედებითი პროდუქტი, მაგალითად, დაწეროს ნარკვევი, გადაიღოს ვიდეო ან ფოტო, შექმნას კომპიუტერული კოდი და ასე შემდეგ. გადმოგვიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე ibcontest@newton.edu.ge და დაგვიმტკიცოს, რომ ის, რაც აირჩია, მართლაც საუკეთესოდ გამოხატავს მის უნარებსა თუ თვისებებს, გამოხატვის გზა ინოვაციურია, საინტერესოდაა გადმოცემული, რისი თქმაც სურდა, და შთაგონებას აძლევს სხვასაც. ნამუშევრებს ჟიურის წევრები შეაფასებენ და სხვადასხვა რაოდენობის სტიპენდიას გასცემენ. შედეგად, მოსწავლეებს შეეძლებათ, ჩვენს სკოლაში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით ისწავლონ. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების შესრულება ქართულ ან ინგლისურ ენაზე შეუძლიათ. შესაძლოა, მონაწილესთან დამატებით დაინიშნოს გასაუბრება.

mshoblebi

- გაქვთ წინასწარ განსაზღვრული, რამდენ მოსწავლეს მიიღებთ?

- გამოყოფილი გვაქვს 50 ათას ევროიანი სასტიპენდიო ფონდი. რამდენ მოსწავლეზე განაწილდება, დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე, ნამუშევრებსა და შეფასებებზე.

mshoblebi

- როდემდე შეუძლიათ მოსწავლეებს ნამუშევრების გამოგზავნა და რა უნდა გაითვალისწინონ?

- ნამუშევრის გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 23 აპრილის 21:00 საათი. მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ნამუშევარი შეესაბამებოდეს საკონკურსო დავალებას და არ წარმოადგენდეს პლაგიატს. გარდა ამისა, გადმოგზავნისას აუცილებლად უნდა მიუთითონ სახელი, გვარი, კლასი, სკოლა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მშობლის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, ნამუშევრის სახელწოდება და მოკლე ანოტაცია, რომელშიც აღწერენ, რომელ უნარსა თუ თვისებას შეესაბამება მათ მიერ შექმნილი პროდუქტი.

კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებთ. წარმატება კი ამ სკოლაში იწყება!

R

816
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სოფო
0
ის რომ ვადა 26 აპრილამდე გახანგძლივდა მართალია თუ არა?
21:44 / 25-04-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი