"ხმა ჩაიწყვიტე, მეგან, სანამ კიდევ ვინმე არ მოგიკლავს"... "დედოფალი გამიგებს" - მეგან მარკლი სიძულვილის მორიგ შემოტევას უძლებს
"ხმა ჩაიწყვიტე, მეგან, სანამ კიდევ ვინმე არ მოგიკლავს"... "დედოფალი გამიგებს" - მეგან მარკლი სიძულვილის მორიგ შემოტევას უძლებს

39 წლის მეგან მარკლს ჰეითერების კიდევ ერთი ტალღის მოგერიება უწევს. როგორც ცნობილია, სამეფო კარმა ახლახან დედოფალ ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი მიაბარა მიწას. 99 წლის პრინცის სიკვდილში კი რადიკალების ფრთა მეგან მარკლს ადანაშაულებს.
ეს მოსალოდენელიც იყო - მეგანის მოძულეები მზად არიან, ჰარის მეუღლეს ნებისმიერ სასიკვდილო ცოდვაში დასდონ ბრალი. ავსტრალიური სატელევიზიო შოუ Sunrise-ში განაცხადეს, რომ მეგანისა და ჰარის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ოპრა უინპრისთან ელისაბედ მეორის ჯანმრთელობა გაუარესდა, ცოტა ხანში კი მხცოვანი პრინციც გამოეცალათ ხელიდან.
ეს ინფორმაცია საკმარისი აღმოჩნდა ფილიპის სიკვდილში მეგან მარკლის
დასადანაშაულებლად. გადაცემის წამყვანმა პირდაპირ მოუწოდა მეგანს, მოკეტე, სანამ სამეფო ოჯახში კიდევ ვინმე არ მოგიკლავსო.
მეორე წამყვანიც დაეთანხმა კოლეგას და განაცხადა, რომ ვეღარ იკავებს სიძულვილს ჰარისა და მეგანის მიმართ. ეს ქალბატონი ირწმუნება, რომ წყვილმა „ყველა ზღვარს გადააბიჯა“.
„პირდაპირ ვიტყვი, ხმა ჩაიწყვიტე, მეგან“ - განაცხადა ტელეწამყვანმა.
როგორც იცით, მეგანი პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე არ წავიდა. ამისთვის ორი მიზეზი დაასახელა: პირველი ფეხმძიმობაა, რომელიც მუცლის მოშლის შემდეგ დადგა, მეორე კი სამეფო ოჯახის კვლავ გაერთიანება, რაშის თავს ზედმეტად მიიჩნევს.
მეგანი ამბობს, რომ ასეთ მძიმე წუთებში ოჯახში ყველა წყენას ივიწყებენ და ერთიანდებიან.
„ვფიქრობ, დედოფალი გამიგებს... ეს დაკრძალვა კარგი საშუალება იქნება ძმების შესარიგებლად და ოჯახის გასაერთიანებლად. მე ამისთვის საჭირო არ ვარ“ - გამოცემა
Daily Mail-სთან მეგანის სიტყვებს მასთან დაახლოებული პიროვნება ციტირებს.

alt"მე კეიტი არ ვარ" - მეგან მარკლი კიდევ ერთ ტრადიციას არღვევს


28910
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
mari
20
მართალია რა, რა გახდა ეს "გლეხის" ქალი.
20:32 / 18-04-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი