ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს - ნატალია და ზაქარია. მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე ნატალიას ფოტოებს, რადგან ის ძალიან ჰგავს დედას.
ეს კიდევ უფრო შესამჩნევია, როცა მომღერლის ბავშვობის ფოტოებს გადახედავთ. პატარა ნატალიას ხშირად უწერენ კომენტარებში: "დედის ასლი", "დედასავით ლამაზი" და ა.შ.
ნინოს მეუღლე და ბავშვების მამა იურისტი გიორგი ინწკირველია.