განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში უმაღლესი განათლების სექტორი მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა. უნივერსიტეტების შერჩევა კომპლექსური პროცესია, რომელსაც კიდევ უფრო ართულებს შექმნილი ვითარება.

სწორედ ამიტომ კოვიდ-19-ის მიერ შექმნილ პირობებში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გამართავს სრულიად უსაფრთხო განათლების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში წარიმართება და საქართველოს გარდა უმასპინძლებს მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან. გამოფენაზე რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://leafonlinefair.com/ გამოფენა გაიმართება 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე. მსურველებს სახლიდან გაუსვლელად
საკუთარი ტელეფონებიდან, პლანშეტებიდან ან პერსონალური კომპიუტერებიდან შეეძლებათ ეწვიონ ვირტუალურ საგამოფენო სივრცეს. გამოფენაზე დასწრება საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროგრამებსა და შეთავაზებას საერთაშორისო სტუდენტებისათვის. განათლების ვირტუალური გამოფენის პლატფორმა საშუალებას აძლევს სტუმრებს პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ჩატის მეშვეობით, უყურონ ინფორმაციულ ვიდეოებს, დაათვალიერონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ჩამოტვირთონ ბუკლეტები, გაუგზავნონ უნივერსიტეტს საკუთარი სივი/რეზიუმე, გაეცნონ პროგრამებს, ფასებსა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონCollege Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 30%-იანი ფასდაკლებით.

მონაწილე უნივერსიტეტები და ბანაკები
საერთაშორისო განათლების ვირტუალური გამოფენის ოქროს სპონსორები არიან გერმანული Jacobs University და Toulouse
Business School-ის ბარსელონის კამპუსი, ხოლო ვერცხლის სპოსნსორი ფრანგული Université Catholique de l'Ouest (UCO)
გახლავთ.

Jacobs University — გერმანია
Toulouse Business School — ესპანეთი
Université Catholique de l'Ouest (UCO) — საფრანგეთი
International Development Academy — აშშ
State University of New York at Oswego  — აშშ 
Fort Hays State University — აშშ
EU Business School  — გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია
Brest Business School — საფრანგეთი
Burgundy School of Business  — საფრანგეთი 
Dundalk Institute of Technology  — ირლანდია
Instiute of Technology Carlow  — ირლანდია
Limerick Institute of Technology  — ირლანდია
IED - Istituto Europeo di Design  — იტალია
Vilnius University  — ლიეტუვა
Tio University of Applied Sciences — ნიდერლანდები
Universitat Autònoma de Barcelona  — ესპანეთი
Saint Louis University — ესპანეთი
International Management Institute Switzerland  — შვეიცარია
Webster University Geneva  — შვეიცარია
American University in Switzerland— შვეიცარია
De Montfort University  — გაერთიანებული სამეფო
University of Essex  — გაერთიანებული სამეფო
American Univerisity in Bulgaria  — ბულგარეთი
Near East University  —  კვიპროსი
University of Kyrenia  —  კვიპროსი
St. George's University, Grenada  —  გრენადა
Budapest Metropolitan University  —  უნგრეთი
University of Szeged  —  უნგრეთი
University of Information Technology and Management in Rzeszow  —  პოლონეთი

mshoblebi
ცენტრის შესახებ
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF-ის მოსწავლეების 80%-ზე მეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას იღებს. ცენტრი 2008 წლიდან წარმატებით ეხმარება მსურველებს საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ ჩაბარებაში.
LEAF საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ICEF-ის მიერ აღიარებული განათლების ცენტრია. კოპმანია საქართველოში მრავალ ევროპულ და ჩრდილოეთ ამერიკულ უნივერსიტეტს წარმოადგენს. ცენტრს მუდმივი კომუნიკაცია აქვს მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და სკოლებთან და ფლობს განახლებად ინფორმაციას საერთაშორისო ტესტებისა და მიღების კრიტერიუმების შესახებ.

LEAF-ის სერვისები
განათლების ცენტრში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მოემზადონ ისეთი საერთაშორისო ტესტებისთვის, როგორიცაა SAT, TOEFL, IELTS, FCE. ისინი გაივლიან ინგლისური ენის კურსებსაც.

კონსულტაციების დეპარტამენტს უძღვება გიორგი ჩავლეიშვილი, რომელსაც 10-წლიანი გამოცდილება აქვს College Counseling-ში და მისი დახმარებით სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით ასობით მოსწავლე მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობს.
249
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი