ყველაზე წარმატებული კარიერისთვის, აირჩიე ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსების საბაკალავრო პროგრამა BTU-ში
ყველაზე წარმატებული კარიერისთვის, აირჩიე ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსების საბაკალავრო პროგრამა BTU-ში
რეიტინგი, სტუდენტთა კმაყოფილების დონე, დაბალი ფასი, ინფრასტრუქტურა, გაცვლითი პროგრამები, ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, საერთაშორისო სერტიფიცირება, მუდმივი გადამზადება, საერთაშორისო ურთიერთობები, თანამედროვე სასწავლო პროგრამები, პრაქტიკოსი ლექტორები, დასაქმების უდიდესი შესაძლებლობა – ეს იმ ზოგადი კრიტერიუმების ნაწილია, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტები და მათი ოჯახის წევრები უნივერსიტეტს არჩევენ. უშუალოდ სასწავლო პროგრამის არჩევის დროს კი ყურადღება თითოეული პროგრამის კონკრეტულ შეთავაზებებს უნდა მიაქციოთ.

ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე თითოეული ამ კრიტერიუმით გამორჩეული უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია. მის საბაკალავრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირება–ფინანსები კი ქვეყანაში ანალოგი არ გააჩნია. ამ გამორჩეული პროგრამის
ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც მათ კონკურენტუნარიანი კომპანიის შექმნასა და ფინანსურ მართვაში ეხმარებათ.
აღნიშნული პროგრამა ერთადერთია საქართველოში, რომელიც ACCA-ის სტანდარტების მიერ სრულად არის აკრედიტებული. პროგრამის აკრედიტირება ნიშნავს, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ეტაპობრივად გაიარონ ACCA-ის F1 დან F9 მოდულამდე კურსები და შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები.

დაფუძნების დღიდან უნივერსიტეტი თანამშრომლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 200-ზე მეტ ორგანიზაციასთან.
უნივერსიტეტში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროგრამების დახვეწასა და განვითარებაზე. პარალელურად მუდმივად მიმდინარეობს გადამზადების პროგრამები, რომელიც სტუდენტების ცოდნას კიდევ უფრო ღრმასა და მრავალმხრივს ხდის.
სტუდენტების დასაქმებაში მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს პროექტი „დაასაქმე სმარტსტუდენტი“. პროექტის ფარგლებში, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ
გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით.
სასწავლო-კვლევითი მიზნებისთვის უნივერსიტეტში მოქმედებს მაღალტექნოლოგიური ციფრული ლაბორატორიები, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს უახლესი მიღწევები პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული სისტემების მიმართულებით.
BTU-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა.
ორმხრივი შეთანხმება ბოლო სასწავლო წლის, პარტნიორ უნივერსიტეტში გატარებას გულისხმობს: ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო; სტეფორდშირის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი; პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი.

BTU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით. პროგრამის კოდი: 1950102, პროგრამის ფასი: 2250 ლარი, პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული.
პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 100

საგნები, რომლითაც ბარდება ფინანსების პროგრამაზე:
  • ქართული ენა და ლიტერატურა,
  • უცხო ენა,
  • მათემატიკა - 100 ადგილი
R

36
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი