ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით - იმუნოთერაპიული მკურნალობა თოდუას კლინიკაში
ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით - იმუნოთერაპიული მკურნალობა თოდუას კლინიკაში
იმუნური სისტემა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, იგი ერთგვარი დამცავი ბარიერია,  რომელიც ადამიანს დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებისა და სიმსივნურად გადაგვარებული უჯრედებისგან იცავს.
იმუნოთერაპია კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდად ითვლება, თუმცა იმუნური სისტემისსტიმულაცია ავთვისებიანი სიმსივნის დასამარცხებლად ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე 2600 წლით ადრე არსებობდა. მაგალითად, ეგვიპტელი ექიმი იმჰოტეპი სიმსივნურ წარმონაქმებს გამიზნულად აინფიცირებდა, იწყებოდა ანთებითი პროცესი, რაც სიმსივნის ზრდის შეჩერებას და ხშირად გაქრობასაც იწვევდა.
ეს მეთოდი XVIII-XIX საუკუნეშიც აქტიურად გამოიყენებოდა - ოპერაციის ჩატარების შემდეგ ექიმები ქირურგიულ ჭრილობას შეგნებულად არ ხურავდნენ, შეჭრილ ინფექციასთან ბრძოლას კი იმუნური
სისტემა იწყებდა, რის შედეგადაც, ხშირად, სიმსივნური უჯრედებიც ნადგურდებოდნენ.
თანამედროვე იმუნოთერაპიის ფუძემდებლად ამერიკელი ონკოქირურგი უილიამ კოლი ითვლება, რომელმაც ამ საკითხზე პირველი ნაშრომი ჯერ კიდევ 1891 წელს გამოაქვეყნა. უილიამ კოლმა ბაქტერიების ნაზავისგან „კოლის ტოქსინი“ შექმნა, რისი საშუალებითაც სიმსივნურ ქსოვილებს ასნებოვნებდა და ანთებით პროცესს იწვევდა, იმუნური სისტემის გააქტიურების შემდეგ კი კიბოს რეგრესია იწყებოდა. ამ მეთოდით, მიუხედავად ბევრი გვერდითი მოვლენისა, უამრავი ადამიანი იკურნებოდა. თუმცა, იმავე პერიოდში ქიმიო და სხივური თერაპიის განვითარებამ იმუნოთერაპიული მიდგომა თითქოს დაჩრდილა.
დღეს იმუნოთერაპიის მეთოდები საკმაოდ დაიხვეწა და განვითარდა. ამ საკითხზე დაწვრილებით ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი მაკა აბულაძე გვესაუბრა.

– რა არის იმუნოთერაპია და როგორ ხდება იმუნოპრეპარატებით ორგანიზმის იმუნური სისტემის კიბოს უჯრედებთანბრძოლაზემიმართვა?

- თანამედროვე იმუნოთერაპია -
მკურნალობის ინოვაციური მეთოდია, რომლის დროსაც ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება, რის შედეგადაც, იმუნური სისტემა უკეთ ამოიცნობს და ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს.
ციტოტოქსიური T ლიმფოციტი, ჩვენი იმუნური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია კიბოსთან ბრძოლაში. მას სიმსივნურად გადაგვარებული უჯრედების ამოცნობა და განადგურება შეუძლია. ამ უნარის მიუხედავად, ხშირად ლიმფოციტი სიმსივნურ უჯრედს ვერ ცნობს და სიმსივნე არსებობას აგრძელებს. მიზეზების ძიება, თუ რატომ ხდება ასე - მეცნიერების უწყვეტი კვლევის სფეროა.
2018 წელს , სიმსივნის იმუნოთერაპიული მკურნალობის ახალი მეთოდის აღმოჩენისათვის მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიამეცნიერებს -ჯეიმს ელისონს და ტასუკუ ჰონძიოს გადაეცათ. მათ მიერ შემუშავებულმა იმუნურმა საკონტროლო წერტილოვანმა თერაპიამ (Immune checkpoint therapy) ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობაში ახალი სიტყვა თქვა.
ტასუკუ ჰონძიომ იმუნური სისტემის უჯრედის — Т-ლიმფოციტის ზედაპირზე — აღმოაჩინა ცილა PD-1, ხოლო— სიმსივნურ უჯრედზემისი მოკავშირე ცილა — PD-L1. ამ ორი ცილისურთიერთშეკავშირებათრგუნავს იმუნური სისტემის პასუხს და სიმსივნურ უჯრედს ზრდისა და გამრავლების საშუალება ეძლევა. ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით,შეიქმნა სამკურნალო პრეპარატები (საკონტროლო წერტილოვანი თერაპია) - ეს მედიკამენტები PD-1-სა და PD-L1-ის კავშირს ბლოკავენ და ადამიანის იმუნურ სისტემას საშუალებას აძლევენსიმსივნის წინააღმდეგ იბრძოლოს.
მკურნალობის ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, იმუნოთერაპიის მხოლოდ ერთ-ერთი, მაგრამ ყველაზე წარმატებული მეთოდია. სხვა გავრცელებული საშუალებებიდან ზოგიერთი ეძებს და ანადგურებს იმ მექანიზმებს, რომლებიც T უჯრედების აქტივობას ამცირებენ, ზოგი კი იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს.

– იმუნოთერაპიის რა მეთოდს იყენებთ თოდუას კლინიკაში და როგორია გამოჯანმრთელების სტატისტიკა?

– აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში იმუნოთერაპიისთვის „ჩექ ფოინთების“ ინჰიბიტორებს ვიყენებთ, რომლებიც იმუნურ სისტემის T უჯრედებს ააქტიურებენ, ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების ამოცნობასა და დამარცხებაში ეხმარებიან. მრავალი იმუნოთერაპიული პრეპარატი დღეს აქტიური კვლევისა და შესწავლის ფაზაშია, სხვადასხვა სიმსივნეების მიმართულებით. იმუნოთერაპია ძირითადად გამოიყენება დაავადების შორეული გავრცელების დროს, ამიტომ გამოჯანმრთელებაზე მეტად ჩვენი მიზანი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც ხშირად მიღწევადია.

– რა შემთხვევებში ნიშნავთ იმუნოთერაპიას და არის თუ არა მხოლოდ იმუნოპრეპარატებით მკურნალობა ეფექტური?

იმუნოთერაპიის ეფექტურობა დადასტურებულია ფილტვის, შარდის ბუშტის, მელანომას,ღვიძლის, ძუძუს , მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ეს მიმართულება დღეს ონკოლოგიაში ყველაზე აქტიურად შესწავლადია, კვლევები გრძელდება და ეს ჩამონათვალი მომავალში აუცილებლად გაიზრდება.
აღნიშნული მედიკამენტები შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული სახით მკურნალობის სხვა მეთოდებთან, ძირითადად ქიმიოთერაპიასთან ერთად.

– რამდენად განვითარებული და ხელმისაწვდომია იმუნოთერაპია საქართველოში?

საქართველოში იმუნოთერაპიის თითქმის ყველა პრეპარატიფიზიკურად ხელმისაწვდომია , მოთხოვნა და საჭიროებაც ძალიან დიდია.

– რა გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები აქვს ონკოპაციენტებისთვის იმუნოთერაპიას?

– ონკოპაციენტებში იმუნოთერაპიის გვერდითი მოვლენებია: დაღლილობა, სისუსტე, იშვიათად ღებინება, ტემპერატურის მატებადა ტკივილი. ამის მიუხედავად, უმეტესწილად, პაციენტების მკურნალობა გაურთულებლად მიმდინარეობს და გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.
იმუნოთერაპიის გამოყენება არ შეიძლება:
• ორსულობის დროს;
• გარკვეული ასაკის ჯგუფებში;
• არაკონტროლირებადი ასთმის დროს;
• აუტოიმუნური დაავადებების დროს;
• არაკონტროლირებადი გვერდითი მოვლენების დროს;
• ალერგიული რეაქციების დროს, თუმცა ეს პაციენტების მხოლოდ 1%-ში გვხვდება.

– ექიმის რა ინტენსივობის ზედამხედველობას საჭიროებენ პაციენტები და რამდენად ხანგრძლივია ამ მეთოდით მკურნალობის პროცესი?

– თოდუას კლინიკაში ონკოპაციენტების ზედამხედველობა განუწყვეტელია. ექიმმა ყოველთვის უნდა იცოდეს პაციენტის მდგომარეობა. მკურნალობის პროცესი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა წამალზე გვაქვს საუბარი და როგორ რეგულირდება მისი მიღების სიხშირე. რადგან იმუნურ სისტემას ვააქტიურებთ, იზრდება შანსი, რომ აუტოიმუნური გამოვლინებები დაფიქსირდეს და ამას საკმაოდ დიდი ყურადღებით ვაკონტროლებთ. ძირითადად, ვიზიტს თვეში ერთი-ორჯერ ვნიშნავთ, დანარჩენ პერიოდში კი პაციენტი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.



123
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი