ირინა შეიკის ულამაზესი დისშვილი, რომელიც გარეგნობით მალე დეიდას დაჩრდილავს - მშობლები

ირინა შეიკის ულამაზესი დისშვილი, რომელიც გარეგნობით მალე დეიდას დაჩრდილავს

2021-04-20 11:41:02+04:00

ბევრმა არ იცის, რომ ცნობილ სუპერმოდელს, ირინა შეიკს უფროსი და ჰყავს. ტატიანა ირინაზე 2 წლით უფროსია და 3 შვილის დედაა.

უფროს ქალიშვილს ტატიანამ სახელგანთქმული დეიდის სახელი დაარქვა. აღმოჩნდა, რომ დეიდასა და დისშვილს მხოლოდ სახელი არ აქვთ საერთო. 14 წლის ირინა ასაკის მატებასთან ერთად თავადაც მოდელს ემსგავსება. არ არის გამორიცხული, მალე დეიდა სილამაზითაც დაჩრდილოს.

mshoblebi

სქელი მუქი თმა, უჩვეულო ფერის თვალები, გაბუტული ტუჩები - პატარა ირინა ნამდვილი ლამაზმანი იზრდება. გოგონას სოციალურ ქსელში ბლოგი აქვს, სადაც ხელმომწერები ხშირად აღნიშნავენ მის განსაკუთრებულ გარეგნობას და დეიდასთან მსგავსებას.

mshoblebi

mshoblebi

ამ ეტაპზე ირინა-უმცროსი მომდელობით არ არის გატაცებული. სხვათა შორის, არც ირინა შეიკს უფიქრია მოდელობაზე მის ასაკში. ის უკვე სტუდენტი იყო, როცა ჩელიაბინსკის ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში მიიწვიეს. პირველ სილამაზის კონკურსში კი 18 წლისამ მიიღო მონაწილეობა. სწორედ იქ შეამჩნია წარმოშობით ქართველმა აგენტმა გია ჯიქიძემ, რომელიც სამოდელო სააგენტოს დავალებით მოდელებს ეძებდა რუსეთსა და უკრაინაში. აქედან დაიწყო ირინას კარიერა და გზა სამოდელო ბიზნესის მწვერვალისკენ.

mshoblebi

mshoblebi

რაც შეეხება მის დას, ტატიანას, მან მშვიდი, ოჯახური ცხოვრება არჩია. მშობლიურ ქალაქში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ ბიზნესმენ ალექსანდრე პეტენკოვზე გათხოვდა და საცხოვრებლადაც ჩელიაბინსკში დარჩა. ცხოვრებაც ოჯახსა და შვილების აღზრდას მიუძღვნა. გატაცებულია ჯიძიანი ძაღლების მომშენებით. სხვათა შორის, მესამე შვილი, ემილი, ტატიანას ერთი თვის წინ შეეძინა.

altვინ იყო ქართველი, რომელმაც მსოფლიოს ნატალია ვოდიანოვა და ირინა შეიკი "აჩუქა"