4 ჯანსაღი საუზმე ბავშვებისთვის, რომლებსაც 5 წუთში მოამზადებთ
4 ჯანსაღი საუზმე ბავშვებისთვის, რომლებსაც 5 წუთში მოამზადებთ
საუზმე, პირველ რიგში, მთელი დღის ენერგიის წყაროა ბავშვისთვის და ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. კვლევები მოწმობს იმასაც, რომ ბავშვებს, რომლებიც საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში, ყურადღების დეფიციტი აქვთ, ვლინდება ქცევის სხვადასხვა დარღვევა, არიან უფრო აგრესიულები. სისტემატურად საუზმის გარეშე დარჩენა, მოქმედებს ბავშვის განწყობასა და მეხსიერებაზე.

საუზმის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, დღეს მას მშობლების გარკვეული ნაწილი სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს. კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვის საუზმის გამოტოვების უხშირესი მიზეზი მშობლის მოუცლელობაა. დილით როცა სამსახურში ეჩქარებათ, უმეტესად ვერ ახერხებენ მოამზადონ საუზმე, რომელიც სწრაფადაც გაკეთდება და გემრიელიც
იქნება. 

წარმოგიდგენთ საბავშვო საუზმის რამდენიმე ჯანსაღ ვარიანტს, რომელთა მომზადებასაც 3-5 წუთში შეძლებთ. 

1. ორგანული შვრიის ფაფა თაფლით, რძითა და ხილით

mshoblebi
როცა ძალიან გეჩქარება და დრო არ გაქვს, მშრალი საუზმე (მიუსლი, შვრიის ფანტელები) რძესთან ან იოგურტთან ერთად, ძალიან კარგი გამოსავალია. სწორედ ამიტომაა მსოფლიოში ძალიან პოპულარული მიუსლი და რძეში ჩასაყრელი ფანტელები. შვრიის ფაფა კი ყველაზე მარტივი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები:

მომზადება:
1. ხილი გარეცხეთ, გაფრცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
2. პატარა ქვაბში გააცხელეთ რძე და ჩაყარეთ შვრიის ფანტელი. გამუდმებით ურიეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, 2 წთ-ის განმავლობაში.
3. ჩაასხით თაფლი და ამოურიეთ. დაუმატეთ მწიკვი მარილი, ქიშმიში და ხილი.
4. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ კიდევ 2 წთ. როდესაც გამორთავთ, ჩააგდეთ ცოტაოდენი კარაქი.

ჯამში გამოვიდა
5 წუთი, სანამ თქვენ მოემზადებით, მშვიდად შეგიძლიათ იყოთ, რადგან თქვენი შვილი ჯანსაღ და ორგანული პროდუქტით დამზადებულ საკვებს მიირთმევს.


2. საბავშვო ბუტერბროდი უგლუტენო, ინდაურის ლორითა და კრემ–ყველით

mshoblebi
ალბათ, არ არსებობს ბავშვი, ვისაც სენდვიჩი და ბურგერები არ უყვარს, თუმცა ხშირად მშობლები ერიდებიან ბავშვებისთვის fast food-ის მიცემას. გემრიელი ბუტერბროდი შესაძლებელია იყოს სასარგებლო, თუ მას სახლის პირობებში, თავად მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

მომზადების წესი:
1. გახუხეთ პურის ნაჭრები. დაადეთ სალათის ფოთოლი, თხლად დაჭრილი ინდაურის ლორი, კრემ-ყველი, პომიდვრის და კიტრის თხელი რგოლები. დაახურეთ პურის მეორე ნაჭერი.
2. შეგიძლიათ კრემ-ყველი პურის ნაჭრებს შიგნითა მხრიდანაც წაუსვათ.

3. მზა საუზმე
mshoblebi

Movenpick-ის იოგურტი ნატურალური, დაბალვადიანი, საღი რძისგან დამზადებული სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თამამად შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს. ის ფრეშ-პროდუქტების კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ქართულ ბაზარზე რძის ნაწარმის პროდუქციაში მწირი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. ევროპაში ხშირად მიირთმევენ საუზმეზე ჯემებსა და მურაბებს. Alce Nero-ს უგემრიელესი, ნატურალური ხილის ჯემები, ასევე, სწრაფი და მარტივი საუზმეა, რომელიც განსაკუთრებით უხდება სეზამიან პურის ჩხირებს.

4. ჯანსაღი ვრეპი

mshoblebi
მომზადების წესი:
მსოფლიოში ძალიან პოპულარულია ე.წ. ტორტილები QuickBury, რომელიც მარტივი ლავაშია და ვრეპის გასაკეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
1. წაუსვით მას კრემ–ყველი.
2. დაუმატეთ სხვადასხვა ინგრედიენტი, მაგალითად, ბოსტნეული, ქათმის ხორცი.
3. შეგიძლიათ გააცხელოთ ტოსტში ან ცივად მიირთვას ბავშვმა.

ორგანული და უგლუტენო პროდუქციის ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში სუპერმარკეტების ქსელი ევროპროდუქტია, რომელიც 2004 წლიდან მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. ევროპროდუქტი აქტიურად უწყობს ხელს ულაქტოზო, უგლუტენო, მაღალი ხარისხის და ორგანული პროდუქციის იმპორტს ქვეყანაში.

4429
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მარია
1
ძალიან კარგი რჩევებია, მაგრამ თითოეული მითითებული პროდუქტის ფასიც რომ მიეწერათ, უფრო კარგი იქნებოდა. ეს საუზმეები დიდ მასაზე არ არის გათვლილი. ამას მხოლოდ შეძლებული ოჯახები შეძლებენ.
16:07 / 22-04-2021
მართალი
2
ვისაც არ ეზარება, ყველა ჭკუას გვასწავლის.
15:06 / 22-04-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი