ცნობილი მსახიობი ქალები, რომლებმაც წარმატებული კარიერა ოჯახის გამო მიატოვეს - "ბედნიერი ვარ, რომ ცოლი და დედა გავხდი... მეტი არაფერი მინდა!" - მშობლები

ცნობილი მსახიობი ქალები, რომლებმაც წარმატებული კარიერა ოჯახის გამო მიატოვეს - "ბედნიერი ვარ, რომ ცოლი და დედა გავხდი... მეტი არაფერი მინდა!"

2021-04-21 15:46:22+04:00

ისინი ბევრს მუშაობდნენ, მიაღწიეს მიზანს, გახდეს წარმატებულები, ნამდვილი ვარსკვლავები... თუმცა, როდესაც საყვარელ მამაკაცებს შეხვდნენ და ოჯახი შექმნეს, მათი პრიორიტეტები შეიცვალა და სცენას... სამზარეულო არჩიეს.

ჯენა დუანი

mshoblebi

ჯენა 2009 წლიდან არის მსახიობ ჩანინგ ტატუმის ცოლი. 2013 წელს ეყოლათ ქალიშვილი ელიზაბეტი.

მანამდე რამდენიმე წარმატებულ ფილმში გამოჩნდა, იყო მთავარი როლებიც, პოპულარობა... გადაღებებზე გაიცნო სწორედ პარტნიორი ჩანინგ ტატუმი, სამ წელიწადში ცოლად გაჰყვა და შვილიც გააჩინა. მას მერე, მხოლოდ რამდენიმე სერიალში გამოჩნდა, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ სიამოვნებისთვის. ძირითად დროს შინ ატარებს, შვილს ზრდის და ღონისძიებებზე ქმარს უმშვენებს გვერდს.

mshoblebi

"ძალიან გამიმართლა, რომ შევდექი, როგორც ცოლი და დედა. მეტი არაფერი მინდა. ბედნიერი ვარ", - ამბობს ჯენა.

ჯენიფერ გარნერი

mshoblebi

2005 წლიდან მსახიობ ბენ აფლეკის ცოლია და სამი შვილის დედა.

ბავშვების დაბადებამდე მშვენიერი კარიერა ქონდა. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მთავარმა როლმა სერიალში "ჯაშუში" და ასევე ფილმებმა "დამიჭირე, თუ შეძლებ", "სამეფო". თუმცა ჯენიფერი ამბობს, რომ კარიერა მისთვის არასოდეს ყოფილა მთავარი მიზანი - მთელი ცხოვრება დიდ და მეგობრულ ოჯახზე ოცნებობდა.

აღსანიშნავია, რომ პირველივე მცდელობით ვერ აისრულა ოცნება. ბენ აფლეკამდე ოთხი წელი მსახიობ სკოტ ფოლის ცოლი იყო. მერე შეხვდა ბენს და ახლა მისი წარმატებებით ხარობს. თავად კი ბავშვებს ზრდის და ხანდახან პატარ-პატარა კომედიებში ჩნდება.

ჯესიკა ალბა

2007 წლიდან არის კინოპროდიუსერ კეშ უორენის ცოლი, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.

ქორწინებამდე ჯესიკა ალბა ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ლამაზი ქალების სიაში იყო, წარმატებულ პროექტებში მონაწილეობდა. ხანდახან ახლაც თამაშობს კინოში, თუმცა იშვიათად აქვს მთავარი როლები და ლამაზმანთა რეიტინგებშიც რა ხანია, არ ხვდება. არც ღელავს ამაზე.

mshoblebi

"თუ დამაყენებენ არჩევანის წინაშე, ოჯახი თუ სამსახური, დაუფიქრებლად პირველ ვარიანტს ავირჩევ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე მთავარია ცხოვრებაში", ამბობს ჯესიკა.

mshoblebi

ევა მენდესი

46 წლის ევა მენდესი, ჰოლივუდის ვარსკვლავი არაერთი წარმატებული პროექტით, რა ხანია კინოში აღარ ჩანს. მას მერე, რაც დედა, ჰოლივუდი მიატოვა და მთელ დროს შვილებს აღზრდას უთმობს.

mshoblebi

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელშიც აღარ ჩანს. გამომწერებს აუხსნა, რომ შვილის თხოვნით მაქსიმალურად შეამცირა ინტერნეტში ყოფნის დრო.

mshoblebi

ევა მენდესი 40 წლის რჩეულთან - მსახიობ რაიან გოსლინგთან ერთად ორ ქალიშვილს ზრდის - 6 წლის ესმერალდას და 4 წლის ამანდას.

გრეის კელი

გრეის კელი ცნობილი კინომსახიობია, რომელიც ნამდვილი პრინცესა გახდა და ალბათ, ერთადერთი ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც კინო ქმარ-შვილის გამო მიატოვა.

mshoblebi

27 წლისა, წარმატებული კარიერის პიკში, გაჰყვა ცოლად მონაკოს პრინც რენიე მესამეს. რამდენიმე წელი მოასწრო ოჯახური ბედნიერებით და სამეფო ცხოვრებით ტკბობა - 1982 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

mshoblebi