ისინი ბევრს მუშაობდნენ, მიაღწიეს მიზანს, გახდეს წარმატებულები, ნამდვილი ვარსკვლავები... თუმცა, როდესაც საყვარელ მამაკაცებს შეხვდნენ და ოჯახი შექმნეს, მათი პრიორიტეტები შეიცვალა და სცენას... სამზარეულო არჩიეს.
ჯენა 2009 წლიდან არის მსახიობ ჩანინგ ტატუმის ცოლი. 2013 წელს ეყოლათ ქალიშვილი ელიზაბეტი.
მანამდე რამდენიმე წარმატებულ ფილმში გამოჩნდა, იყო მთავარი როლებიც, პოპულარობა... გადაღებებზე გაიცნო სწორედ პარტნიორი ჩანინგ ტატუმი, სამ წელიწადში ცოლად გაჰყვა და შვილიც გააჩინა. მას მერე, მხოლოდ რამდენიმე სერიალში გამოჩნდა, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ სიამოვნებისთვის. ძირითად დროს შინ ატარებს, შვილს ზრდის და ღონისძიებებზე ქმარს უმშვენებს გვერდს.
"ძალიან გამიმართლა, რომ შევდექი, როგორც ცოლი და დედა. მეტი არაფერი მინდა. ბედნიერი ვარ", - ამბობს ჯენა.
2005 წლიდან მსახიობ ბენ აფლეკის ცოლია და სამი შვილის დედა.
ბავშვების დაბადებამდე მშვენიერი კარიერა ქონდა. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მთავარმა როლმა სერიალში "ჯაშუში" და ასევე ფილმებმა "დამიჭირე, თუ შეძლებ", "სამეფო". თუმცა ჯენიფერი ამბობს, რომ კარიერა მისთვის არასოდეს ყოფილა მთავარი მიზანი - მთელი ცხოვრება დიდ და მეგობრულ ოჯახზე ოცნებობდა.
აღსანიშნავია, რომ პირველივე მცდელობით ვერ აისრულა ოცნება. ბენ აფლეკამდე ოთხი წელი მსახიობ სკოტ ფოლის ცოლი იყო. მერე შეხვდა ბენს და ახლა მისი წარმატებებით ხარობს. თავად კი ბავშვებს ზრდის და ხანდახან პატარ-პატარა კომედიებში ჩნდება.
ქორწინებამდე ჯესიკა ალბა ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ლამაზი ქალების სიაში იყო, წარმატებულ პროექტებში მონაწილეობდა. ხანდახან ახლაც თამაშობს კინოში, თუმცა იშვიათად აქვს მთავარი როლები და ლამაზმანთა რეიტინგებშიც რა ხანია, არ ხვდება. არც ღელავს ამაზე.
"თუ დამაყენებენ არჩევანის წინაშე, ოჯახი თუ სამსახური, დაუფიქრებლად პირველ ვარიანტს ავირჩევ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე მთავარია ცხოვრებაში", ამბობს ჯესიკა.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელშიც აღარ ჩანს. გამომწერებს აუხსნა, რომ შვილის თხოვნით მაქსიმალურად შეამცირა ინტერნეტში ყოფნის დრო.
ევა მენდესი 40 წლის რჩეულთან - მსახიობ რაიან გოსლინგთან ერთად ორ ქალიშვილს ზრდის - 6 წლის ესმერალდას და 4 წლის ამანდას.
27 წლისა, წარმატებული კარიერის პიკში, გაჰყვა ცოლად მონაკოს პრინც რენიე მესამეს. რამდენიმე წელი მოასწრო ოჯახური ბედნიერებით და სამეფო ცხოვრებით ტკბობა - 1982 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.