ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ასახულია მწვრთნელის ძალადობა პატარა სპორტსმენზე - ამ კადრებს უბრალოდ მწვრთნელის მკაცრი მოპყრობა არ ჰქვია. კადრები გადაღებულია რუსეთში, კრასნოგორსკის საწვრთნელ კომპლექსში. საციგურაო მოედანზე მოზარდები მოძრაობებს ხვეწენ, ერთ გოგონას კი მწვრთნელი "ავარჯიშებს". როგორც ვიდეოს ავტორები ამბობენ, გოგონა მთელ ხმაზე ტიროდა და ყვიროდა ტკივილისგან, ისე, რომ საციგურაო მოედანზე ჩართული მუსიკის ხმაც ვერ ახშობდა. ბევრმა მშობელმა ამოიცნო მწვრთნელი და განცხადებაც დაწერეს კომპლექსის ხელმძღვანელის სახელზე.
ვიდეოს უამრავი აღშფოთებული კომენტარი ახლავს თან, ზოგი მწვრთნელს ლანძღავს, ზოგი კი - მშობლებს: "სად არიან მშობლები? ვერ ხედავენ ბავშვს?" "ამ წამების ფასად რად გინდათ წარმატებები?" და ა.შ.
რატომ იგინებიან და ილანძღებიან პედაგოგები და რატომ არ აპროტესტებენ მშობლები?