მსახიობმა ანკა ვასაძემ, რომელიც მეორე შვილს ელოდება, ე.წ. baby shower (სიტყვა-სიტყვით "ჩვილის წვიმა") მოაწყო, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც მკვიდრდება. ეს ახალი ტრადიციაა, რომელსაც მომავალ დედას და მომავალ ბავშვს უწყობენ. ამ დღეს მომავალი დედის მეგობრები და ახლობლები იკრიბებიან ხოლმე, საჩუქრებს ჩუქნიან დედას და მომავალ პატარას და სქესსაც საჯაროდ ამხელენ. როგორც გაირკვა, ანკა გოგონას ელოდება, პირველი ვაჟის შემდეგ.
წვეულებას ესწრებოდნენ ანკას მეგობრები თინათინ წულაძე და რუსკა მაყაშვილი, რომლებიც ასევე ორსულად არიან და მხიარული ცეკვაც შესთავაზეს სტუმრებს.
ცნობილი ქართველები, რომლებიც ბავშვს ელოდებიან და მათი თამამი ფოტოსესიები