იმისთვის რომ სამომხმარებლო სესხის აღებისას უსიამოვნო პასუხი აირიდო თავიდან, მნიშვნელოვანია გადადგა პირველი ნაბიჯი და დაიწყო შენს საკრედიტო ისტორიაზე ზრუნვა, რისი გაკეთებაც შეგიძლია, პირველ რიგში, შენი საკრედიტო რეპორტის გაცნობით.
• საკრედიტო რეპორტში ასევე შედის ინფორმაცია შენს წარსულ სესხებთან და გადახდების ისტორიასთან დაკავშირებით.
• გაითვალისწინე, რომ საკრედიტო ისტორიაზე განხორციელებული ძიებების რაოდენობა ასევე შედის ამ რეპორტში და მუდმივად ახლდება.
თუ შენ მოულოდნელად დაგჭირდა ფული და გადაწყვიტე სწრაფი ონლაინ სესხის აღება, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო საკრედიტო რეპორტში არსებული 4 ძირითადი კრიტერიუმი.
1. ყოველთვიური სასესხო შენატანისა და შემოსავლის შეუსაბამობა
სანამ სწრაფი სესხის აღებას გადაწყვეტ, აუცილებელია გაეცნო ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს, რომლის თანახმადაც თვეში შემოსავლების მხოლოდ გარკვეული ნაწილის გადახდა შეგიძლია ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებების დასაფარად. ამ საკითხს, უფრო დეტალურად , შეგიძლია გაეცნო ჩვენს ბლოგში.
2. წარსულში ვადაგადაცილებული შენატანი ხომ არ გიფიქსირდება?
შეამოწმე ხომ არ გაქვს წარსულში ვადაგადაცილებული შენატანი, რადგან ყველაზე ხშირად ეს არის სესხზე უარის მიღების მიზეზი. რას ნიშნავს ვადაგადაცილებული შენატანი? მიმდინარე ვადაგადაცილებულ შენატანად ითვლება, გადახდის დღიდან, 30 დღით გადაცილებული სესხის შენატანი. თუ შენ 30 დღის შემდგომ დაფარავ სესხის შენატანს, მას მიენიჭება ‘’ დახურული ვადაგადაცილების’’ სტატუსი. სწრაფი სესხის აღების ალბათობას ასევე ამცირებს ვადაგადაცილების ფაქტის 5 წლით შეჩერება საკრედიტო ისტორიაში.
3. ჯარიმები
არ აქვს მნიშვნელობა ვადაგადაცილება იქნება ერთდღიანი თუ 30 დღიანი, ჯარიმა მაინც აისახება შენს საკრედიტო რეიტინგში და გამოჩნდება სესხის მოთხოვნისას ბანკში.
4. და ბოლოს... დაუდასტურებელი შემოსავლები
შემოსავლების დადასტურება ასევე არის ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რომელიც არის აუცილებელი პროცედურა ნებისმიერ ბანკში სხვადასხვა ტიპის სესხების მოთხოვნისას. შემოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტიპის შემოსავალი, რომლის დამტკიცებაც შესაძლებელია საბანკო ამონაწერით ან შემოსავლების სამსახურის მონაცემებით.
სფეისში ძალიან არ გვიყვარს დაფარული საკომისიოები, სწორედ ამიტომ სფეის ონლაინ სესხის გაცემისას, შენ პირდაპირ იგებ ეფექტურს პროცენტს, რომელიც თითქმის იგივეა, რაც ჩვენი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი. როგორ?
ჩვენთან ყველა ეს საკომისიო 0-ია:
სესხის დამკიცების საკომისიო - 0 სესხის გატანის საკომისიო - 0 წინსწრებით დავაფარვის საკომისიო - 0 ყოველთვიური სადაზღვევო პრემიები - 0 ბარათიდან თანხის განაღდების საკომისიო - 0 თუ ფული დაგჭირდა და ონლაინ სესხის აღება გადაწყვიტე, უნდა გაითვალისწინო, რომ არა მხოლოდ სესხის დამტკიცება არის დამოკიდებული კარგ საკრედიტო ისტორიაზე, არამედ მასზეა ასევე დამოკიდებული საპროცენტო განაკვეთი. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო ნაკლები პროცენტის გადახდა გიწევს.
გინდა წინასწარ გაიგო, რამდენია სფეის სესხის შენი სავარაუდო ლიმიტი? ამისთვის შეგიძლია გამოიყენო სესხის კალკულატორი ან გაესაუბრო ჩვენს ბოტს FACEBOOK-ზე და ის გამოგითვლის სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტს.
თუ სესხის კალკულატორის ან ჩვენი ბოტის დახმარებით, უკვე გაიგე შენი სესხის ლიმიტი და არჩევანი სფეისის სწრაფ სესხზე შეაჩერე, გადმოწერე სფეის აპლიკაცია, სესხის ასაღებად აპლიკაციაში უნდა დააჭირო პლიუს ღილაკს და მიჰყვე პროცესს.
აქვე, თუ გინდა მეტი გაიგო სფეისის ყველაზე სწრაფი ონლაინ სესხისა და მისი პირობების შესახებ, გადახედე ამ გვერდს.