მან ძალიან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი - ეს შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობითაც ვთქვათ. მისი ჰონორარები ასეულ ათასობით დოლარი და ხანდახან - მილიონიც ყოფილა.
მომხიბვლელ, სექსუალურ ქალს აქვს კიდევ რაღაც, რაც მის წარმატებას განაპირობებდა. ძალიან ჭკვიანია და ბევრისგან განსხვავებით, მტკიცე ნებისყოფა აქვს. ძნელი წარმოსადგენია, მის მშობლებს (მამა ინსტრუმენტების ოსტატი, ხოლო დედა ბიბლიოთეკარი იყო) ეფიქრათ, რომ პატარა შერონი, მოკრძალებული, მორცხვი, მოუხერხებელი, რომელსაც სათვალე ეკეთა და სულ სწავლაზე ფიქრობდა, როდისმე მსგავს წარმატებას მიაღწევდა და ჰილივუდს დაიპყრობდა.
შერონმა იცოდა, როგორ უნდა ყოფილიყო ძლიერი და შეუპოვარი. სწრაფადვე უარყო გოგონების ოცნება ზღაპრულ პრინცზე, უეცარ დიდებასა და სიმდიდრეზე. ერთხელ, საკუთარი თბილი და მყუდრო სახლიდან ბედნიერების საძებნელად ლოს-ანჯელესში გადაწყვიტა წასვლა. დილას უნივერსიტეტში სწავლობდა, დღისით "მაკდონალდსში" მუშაობდა, საღამოს კი სპორტდარბაზში დადიოდა და ასე დაიწყო საკუთარი იმიჯის შექმნა. მან იცოდა, რომ ლამაზი, შეუპოვარი, ქერა ქალის იმიჯი წარმატებას მოუტანდა. სილამაზემ მალე მიიყვანა სამოდელო სფერომდე და რამდენიმე ადგილობრივ სილამაზის კონკურსში გამარჯვებაც არის მის ბიოგრაფიაში.
თუმცა ყველაფერი "ფლეიბოიში" გამოქვეყნებულმა ფოტოებმა შეცვალა. ვუდი ალენი არა მხოლოდ ნიჭიერი რეჟისორი იყო, არამედ შესანიშნავად აფასებდა ქალურ სილამაზეს. მან შერონ სტოუნში რაღაც განსაკუთრებული დაინახა და საკუთარ ფილმში "ვარსკვლავური მტვრის მოგონებები" გადაიღო. შერონი ეკრანზე მხოლოდ 3 წამის განამვლობაში გამოჩნდა, თუმცა მის ცხოვრებაში სწორედ აქედან დაიწყო კარიერული აღმასვლა.
მისი სურვილი მალევე ასრულდა. პოლ ვერხოვენმა ცნობილ ფილმში "ძირითადი ინსტინქტი" გადაიღო, სადაც შერონ სტოუნი მთავარ როლს თამაშობდა და მას ამ ფილმმა მსოფლიო პოპულარობა და აღაირება მოუტანა. როლისთვის მან "ოქროს გლობუსი" მიიღო და "ოსკარზეც" იყო ნომინირებული.
ასეთ ეფექტურ და ჭკვიან ქალთან ურთიერთობაზე ბევრი ცნობილი კაცი ოცნებობდა. თუმცა, შერონმა ძალიან კარად იცოდა, როგორ მოეხიბლა მამაკაცები და სამუდამოდ დაეპყრო მათი გონება. მონაკოს პრინცი ალბერტი, ფრანგი მილიონერი მიშელ ბენასერი და სხვა ცნობილი მამაკაცები სწორედ ამ ხიბლის ქსელში გაეხვნენ.
შერონ სტოუნი ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა, ორივე შემთხვევაში ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა. მიუხედავად განქორწინებისა, მან მაინც შეინარჩუნა თანდაყოლილი ოპტიმიზმი და ხასიათის სიმტკიცე.
17 წლის ასაკში პირველმა აბორტმა, შემდეგ მუცლის ორჯერ მოშლამ და ექიმების ვერდიქტმა, რომ ის შვილის გაჩენას ვეღარასდროს შეძლებდა, შერონი სასოწარკვეთაში ჩააგდო. კინაღამ გაგიჟდა იმაზე ფიქრით, რომ დედობას ვეღარასდროს შეძლებდა. გარკვეული დროის განმავლობაში, თოჯინაც კი ჰყავდა ოთახში და ფიქრობდა, რომ მას დაკარგული შვილის შეცვლა შეეძლო.
როდესაც საქმე მის ასაკს ეხება, შერონ სტოუნი ამბობს: "არ მეშინია სიბერის. მთავარია, ამ ყველაფერს იუმორით შევხედოთ. მაშინ საშიში არც არაფერი იქნება."