რომელ დღეებში იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა და როდიდანაა ნებადართული - დაზუსტებული თარიღები
რომელ დღეებში იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა და როდიდანაა ნებადართული - დაზუსტებული თარიღები
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. როგორც ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გვითხრეს, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება, სხვა დანარჩენ დღეებში კი ნებადართულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

რაც შეეხება საფლავზე გასვლის ტრადიციას სააღდგომოდ, სასულიერო პირების თქმით, ამისთვის უმჯობესია აღდგომის მე-9 დღე.
"განსაკუთრებით კარგია საფლავზე გასვლა თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა დღეს (აღდგომიდან მეცხრე დღე)" - აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში მამა ადნრია (სარია).

თამარ
იაკობაშვილი


24296
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მორწმუნე
0
როცა ერი რწმენისა და ღმერთის გარეშე ცხოვრობს ისე იქცევა,როგორც უნდა,აქ მოყვანილი ზოგიერთი კომენტარებიც ამას მოწმობენ. აღდგომა არის სიცოცხლის,ცოცხალთა დღესასწაული და ამ დროს სასაფლაოზე გასვლა მიზანშეწონილი არ არის,დაუგდეთ ყური პატრიარქს,მოუსმინეთ კეთილპატიოსანი მღვდლების ქადაგებებს და ბოლოს ერწმუნეთ წმინდა წიგნებს.
11:07 / 29-04-2021
ელიზა
1
მე უკვე წლებია, სასაფლაოზე ბრწყინვალე შვიდეულის მერე სამშაბათს გავდივარ, მიცვალებულების დღეზე.ჩემმა მამაომ მითხრა, რამდენიმე წლის წინ.
21:02 / 28-04-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი