იდენ ვუდს „პატარა ბარბის“ ეძახდნენ. ოქროსფერთმინი, ლურჯთვალა გოგონა ბროლის კბილებითა და ანგელოზის ღიმილით მართლაც თოჯინას ჰგავდა. გასაკვირი არ არის, რომ მას მერიკის ულამაზეს ბავშვად აღიარებდნენ.
პირველად რომ სცენაზე გამოჩნდა, იდენი ჯერ ერთი წლისაც არ იყო - აქტიური და მიზანსწრაფული დედის წყალობით, რომელმაც მენეჯერობაც შეითავსა, ჩვილი ერთ-ერთ ტელე-შოუში აჩვენეს.
ამის შემდეგ მისთვის, ისევე, როგორც აგენტი დედისთვის, შოუ-ბიზნესის კარი ფართოდ გაიღო.
იდენი სულ პატარა ასაკიდანვე ფოტოგადაღებების გარდა სილამაზის კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას და ძირითადად, იმარჯვებდა.
ალბათ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი მას ბავშვობას ართმევდა. თანატოლებთან თამაშის, განვიტარების და სწავლის ნაცვლად იდენის დრო კონკურსებში მომზადებაზე იხარჯებოდა. დედამისს ადანაშაულებდნენ ბავშვის ცხოვრების დანგრევაში, რადგან მან პატარა გოგონა თოჯინას დაამსგავსა. რთული ვარცხნილობები, მაკიაჟი, სოლარიუმი, ვარჯიში ფოტოპიზირებასა და დეფილეში ნამდვილად არ იყო ნორმალური ცხოვრების წესი ბავშვისთვის. იდენის დღეები კი სწორედ ამ რუტინაში გადიოდა.
საზოგადოება თვლიდა, რომ იდენის დედა უბრალოდ ფულს აკეთებდა შვილის ხარჯზე - იდენს საკმაოდ კარგ ჰონორარებს უხდიდნენ, კონკურსების საპრიზო ფონდიც სოლიდური გახლდათ. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ქალი საკუთარი განუხორციელებელი ოცნებებისა და გეგმების რეალიზებას ცდილობდა იდენის საშუალებით. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ამერიკელ ხალხში იდენი თანაგრძნობას უფრო იწვევდა, ვიდრე აღფრთოვანებას.
6 წლის ასკში იდენი უკვე 300 კონკურსის გამარჯვებული იყო, ამას ემატებოდა რეალითი-შოუები, სერიალები, მიუზიკლები.
და აი, დიდებისა და პოპულარობის ზენიტში მყოფი იდენის დედამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ გოგონას საკონკურსო კარიერა დასრულდა. ნუთუ მიხვდა, რომ ბავშვი გადაიღალა და დასვენება სჭირდებოდა. თუ გოგონა გაიზარდა და დაკარგა ის თოჯინური მომხიბვლელობა, არც მცირე ასაკში ჰქონდა და შესაბამისად, აღარ იყო გამარჯვების კანდიდატი?
თუმცა იდენი მთლად ჩრდილში არ დარჩენილა. თოკ-შოუებში მონაწილეობას მაინც ღებულობდა, მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა, მუსიკითაც დაინტერესდა.
ახლა ვუდი 16 წლისაა. სკოლაში სწავლობს და საკმაოდ კარგი მოსწავლეა. ზოგჯერ პოდიუმზეც გადის. გოგონამ ბლოგერობაც წამოიწყო, თუმცა არც ისე ბევრი გამომწერი ჰყავს - სულ 60 ათასი ადამიანი.
რაც ყველაზე უცნაურია, ამდენხნიანი პაუზის მიუხედავად, სილამაზის კონკურსებს ვერ ივიწყებს. აი, რა განუცხადა გამოცემა Entertainment Tonight-ს: „ვიცი, რომ წლების შემდეგ კვლავ მივიღებ სილამაზის კონკურსში მონაწილეობას, ეს ძალიან სახალისო იქნება. რამდენიმე საღამოს კაბა უკვე ნაყიდი მაქვს და შეიძლება რომელიმე კონკურსზეც ჩავიცვა“.