ალბათ დამეთანხმები, რომ აუსრულებელი სურვილები ნელ-ნელა ჩვენს მოტივაციას ვნებს და ბევრ სხვა რაიმეზე აქვს უარყოფითი გავლნა, მაგალითად ცხოვრებით კმაყოფილებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ამიტომ სფეისში ყოველთვის ვცდილობთ გარკვეული პროცესები გავამარტივოთ და გავხადოთ თქვენი სურვილები უფრო ხელმისაწვდომი.
1. დააჩქარე მსოფლიოში ყველაზე დიდი პროცესი - რემონტი
2020-2021 წელს ძალიან დიდი დროის გატარება მოგიწია სახლში, შესაბამისად უკეთესად გაიაზრე ‘’სახლური’’ კომფორტის მნიშვნელობა და შენს სურვილების სიას, სახლის რემონტიც და მისი შენ გემოზე მოწყობაც შეუერთდ? სფეისის სწრაფი ონლაინს სესხი, მსოფლიოში ყველაზე დიდ პროცესსაც კი უფრო მარტივსა და სწრაფს გახდის. აი წარმოიდგინე, რომ რაიმე მასალის შესარჩევად ხარ წასული, თვალი მოგჭრა კაფელმა, პარკეტმა, შპალერმა, რომელთა ფასიც შენს დაგეგმილს აღემატება, ამას მოჰყვება ხოლმე ძალიან დიდი მსჯელობა შეარჩიო რაიმე უფრო დაბალფასიანი ან ბარემ ერთხელ აკეთებ რემონტს, და იყიდო შენი სასურველი მასალა. თუ შენი რემონტის ბიუჯეტი, როგორც ყოველთვის, დაგეგმილზე მეტი გამოვიდა, სფეის სწრაფი სესხი ამ პრობლემას მარტივად და სწრაფად გადაგიწყვეტს, რაც მთავარია სასურველ მასალასაც შეიძენ და სურვილების სიაში ერთ სურვილსაც გადახაზავ.
2. მიხვდი რომ რამდენიმე თვის წინ გაფუჭებული მანქანის შეკეთების დრო მოვიდა
თუ აქამდე სამსახურში ონლაინ იყავი და შენი გაფუჭებული მანქანა სულაც არ გადარდებდა, ახლა კი მიხვდი, რომ დროა მის შეკეთებაზე ფიქრი დაიწყო, აუცილებელია საჭირო ფინანსების მობილიზება. ბალანსზე არასაკმარისი თანხა ნუ შეგაშინებს, სფეისში მაქსიმუმ 5 წუთში შეძლებ საჭირო ოდენობის თანხის მიღებას და მის გამოყენებას შენი სურვილისამებრ.
3. ქორწილის საბოლოო თარიღის შერჩევა
თუ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფინანსური საკითხის გამო, მუდმივად მცოცავ თარიღად იქცა, შეგიძლია სწრაფი სესხის აღებით ეს თარიღი საბოლოოდ დათქვა და აღარასდროს გადათქვა. სწრაფი სესხი სულაც არ ნიშნავს მცირე ოდენობის თანხას. სფეისში 100 და მაქსიმუმ 50 000 ლარის მიღება შეგიძლია 1 ან 48 თვის ვადით. გადახდის გრაფიკსა და თანხას ადგენ შენი სურვილის მიხედვით და უკვე შეგიძლია საბოლოოდ დათქმული თარიღისთვის მზადება დაიწყო.
გინდა წინასწარ გაიგო, რამდენია სფეის სესხის შენი სავარაუდო ლიმიტი? ამისთვის შეგიძლია გამოიყენო სესხის კალკულატორი ან გაესაუბრო ჩვენს ბოტს FACEBOOK-ზე და ის გამოგითვლის სწრაფი სესხის სავარაუდო ლიმიტს.
თუ სესხის კალკულატორის ან ჩვენი ბოტის დახმარებით, უკვე გაიგე შენი სესხის ლიმიტი და არჩევანი სფეისის სწრაფ სესხზე შეაჩერე, გადმოწერე სფეის აპლიკაცია, სესხის ასაღებად აპლიკაციაში უნდა დააჭირო პლიუს ღილაკს და მიჰყვე პროცესს.